სულიკო თებიძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, სულიკო თებიძე ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

ის 25 წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.  1986-2011 წლებში სხვადსხვა სკოლაში მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი იყო. ასევე სასწავლო დაწესებულების დირექტორის პოზიციაზეც მუშაობდა. 2012 წლიდან სულიკო თებიძე  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრის პირველი მოადგილე იყო.

სხვა ვიდეოები