სულიკო თებიძის გადაწყვეტილებით ენმ-ს წევრებს ბათუმის საკრებულოში კაბინეტი დაკეტილი დახვდათ

ბათუმის საკრებულო ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ ახლახანს პოლიცია გამოიძახა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბათუმის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის კაბინეტი დაკეტილი დახვდათ. მათი კაბინეტის კარებზე ამ დროისთვის ახალი აბრაა გამოკრული, რომ კაბინეტი ეკუთვნის „ქართული ოცნებას“.

როგორც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, სულიკო თებიძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს სხვა კაბინეტს საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, რომელიც ოთხ ადამიანზეა მორგებული. „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი დეპუტატი ჰყავს და მათ სჭირდებათ დიდი კაბინეტი“, – თქვა სულიკო თებიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ თავიანთი პირადი ნივთებიც კი ჩაკეტილ კაბინეტშია. მირდატ ქამადაძე, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, აცხადებს, რომ მიღება-ჩაბარებაც კი არ გაუკეთებიათ.

წყარო:გაზეთი”ბათუმელები”

სხვა ვიდეოები