სულხან ევგენიძემ ბერიძეების დაზარალებული ოჯახი მოინახულა

წუხელ ღამით დაბა ჩაქვში ბერიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაზარალებულები მოინახულა, რომლებსაც პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.
ბერიძეების ხუთ წევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები