სუს-ი: სპეცოპერაცია დასრულებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულებულია.

ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სუს-მა “რუსთავი 2″-ს დაუდასტურა.

ჯავშანტექნიკა ტერიტორიას უკვე ტოვებს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით ლიკვიდირებულია 1 ბრალდებული.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ გვიან დაიწყო. სამართალდამცველებმა შტურმი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელეს. სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა 1 სპეცრაზმელი, რომელიც ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო ჯავშანტექნიკა, რომელიც სპეციალურად ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა სრულად იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია, სუს-ი და კრიმინალური პოლიცია.

წყარო:”rustavi 2”

სხვა ვიდეოები