სუსი: სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გრძელდება კონტრტერორისტული სპეცოპერაცია. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. როგორც “აიპრესს” სუს-ის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

“ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ისაუბრებს. დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გავრცელდება.

როგორც უკვე განვაცხადეთ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. დაჭრილია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითითებებს”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები