pol
0

ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში პოლიციის ახალი უფროსები დანიშნეს

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა ვახტანგ ტერაშვილი, რომელიც ამ დრომდე აჭარაში ნარკობიუროს უფროსად მუშაობდა. ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს დავით რიჟვაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ქალაქ ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა. რაც შეეხება შუახევს, აქ სამმართველოს უფროსად დავით ბეჟანიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ხელვაჩაურის პოლიციის ჩაისუბნის განყოფილების უფროსი იყო. […]
BSS
0

ბსუ ბათუმში ახალ სასწავლო კორპუსს 2,9 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში ახალ სასწავლო კორპუსს ააშენებს. სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 2 მილიონ 957 ათასი ლარია გამოყოფილი, ბსუ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მშენებლობა 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საპროექტო ტერიტორია კი 65 982 კვ/მ-ია. არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს […]
biuuu
0

ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნება – კონსერვატორებს” ნატალია ძიძიგური უხელმძღვანელებს. ცოტა ხნის წინ შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, ანუ მმართველი გუნდი დღეიდან საკრებულოში სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. იმდენივეთირამდენითაც წინა მოწვევა, სწორედ წინა მოწვევას აკრიტიკებდა მესამე სექტორი ფრაქციების ნაწილში, ამბობდა რომ იკვეთებოდა მხოლოდ ფინანსური ინტერესი. ფაქტობრივად იგივეს ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფრაქციების რაოდენობა […]
sta
0

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება

ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. “ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე” – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა. ►ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ►დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და […]
kanonproeqti
0

პარლამენტში ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად კანონპროექტი მომზადდა

“როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან“ – აღნიშნულ თემაზე საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად “გაეროს ბავშვთა ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმსჯელეს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მისი ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება. […]
furtios bagi
0

სოფელ ფურტიოში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია და სოფელ ფურტიოში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი მუნიციპალიტეტის მერთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გახსნა. ზურაბ პატარაძემ ბავშვებს ახალი ბაღის გახსნა მიულოცა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით. 60 აღსაზრდელზე […]
elesa
0

„ელესამ“ ახალი აუდიოალბომი გამოუშვა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა  „ელესამ“ მეორე აუდიოალბომი გამოუშვა.  „ელესას“ აუდიოალბომის პრეზენტაცია ოფიციალურად  გუშინ, 30 ნოემბერს,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობის“ ორგანიზებით გაიმართა. ალბომი, რომელშიც „ელესას“ მიერ შესრულებული ცხრამეტი ძველი აჭარული სიმღერაა ჩაწერილი, „ქართული გალობის“ მოძრავმა სტუდიამ ადგილზე, ქედაში ჩაწერა. „ელესამ“ პირველი აუდიოალბომი 2016 წელს, ანსამბლის 25-ე  წლის იუბილეზე გამოსცა. პირველ […]
moedani
0

დაბა ჩაქვში ახლი სპორტული მოედანი მოეწყო

მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაბა ჩაქვში ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედანი დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოედანი დეკორატიული ღობით შემოიფარგლა, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 94 136 ლარი დაიხარჯა. წყარო:”ქოულეთის მუნიციპალიტეტი”
biblioteka
0

სოფელ კალოთაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთში ბიბლიოთეკა გაიხსნა.  ბიბლიოთეკაში სულ 465 წიგნია. წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკას დღეს კომპიუტერიც გადაეცა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი “აიპრესთან” აცხადებს, პროექტი „ინტერნეტი ყველა სკოლის ბიბლიოთეკას“ პარლამენტის ეროვნული საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კვლავ გაგრძელდება. მიზანია, რომ ბიბლიოთეკა ყველა სოფელში გაიხსნას და მისი ინტერნეტიზაცია […]
axali bagiii
0

შუახევში, ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

შუახევში, ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე, გამგებლის მოადგილეები ავთანდილ დიასამიძე და რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. პროექტის მშენებლობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და წელს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული […]
fer
0

ფერემერებს საჩუქრად ინკუპატორები გადაეცათ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა რეგიონში მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ,,ენპარდ აჭარა’’-ს პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფერმერებს, სულიკო ლაზიშვილს და ეთერ მანველიძეს საჩუქრად ინკუბატორები გადასცეს. ფერმერები უკვე რამდენიმე წელია მწყერის გამოჩეკვა გამოზრდას ეწევიან. გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ. „ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში აჭარაში […]
mtiani achara
0

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტით „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ უმასპინძლებენ

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება. ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი. დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. […]
lifti
0

8 ახალი ლიფტის დასამონტაჟებლად გამგეობა 474 239 ლარს დახარჯავს

მრავალსართულიან სახლებში 8 ახალი ლიფტის დასამონტაჟებლად გამგეობა 474 239 ლარს დახარჯავს. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით ხორციელდება, ლიფტები მოძველებული და მწყობრიდან გამოსული იყო. გასულ წელს მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული 17 ლიფტის შემოწმება, რომელთანგან მიზანშეწონილი გახდა აღნიშნული ლიფტების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული ღონისძიება ა.ა.რ. ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების […]
batumiswyali2
0

წყლის ახალი რეზერვუარი ჩაქვში

ჩაქვში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში 950 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა დასრულდა. რეზერვუარის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. რეზერვუარი ზღვის დონიდან 62 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული, რაც შემაღლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1200-მდე აბონენტის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. რეზერვუარი აღიჭურვა თანამედროვე წყლის […]
35
0

ახალი შეზღუდვები და ჯარიმები მძღოლებისთვის

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ რამდენიმე ახალი პუნქტი ემატება. ინიციატორები გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა არიან. მაგალითად, სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება. პროექტით, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, იკრძალება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, […]
FORMEBI
0

ახალი სპორტული ფორმების კომპლექტი რაგბისტებს

ბათუმის რაგბის მოედანზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა აჭარაში მოქმედ 34 სპორტის ფედერაციას საზეიმო ვითარებაში გადასცა სპორტული ფორმების კომპლექტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და აჭარის მთავრობის […]
urexi bagi
0

ურეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ურეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. N33 საბავშვო ბაღი 345 აღსაზრდელს მოემსახურება. მისი მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამ სართულიანი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დამონტაჟებულია პანდუსები, ეზოში მოწყობილია 4 სათამაშო მოედანი, ატრაქციონები და საჩრდილობლები. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო. „ძალიან […]
saerto sac
0

ბათუმში თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის […]

ახალი ინვენტარი საარჩევნო ოლქში

ხელვაჩაურის #83-ე საოლქო საარჩევნო კომისიას უბნებისთვის განკუთვნილი ინვენტარის ნაწილი გადაეცა. ნაწილს კი ხვალ ელოდებიან. ახალი ინვენტარის გადაცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის შენობის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საარჩევნო კაბინები, გადასატანი ყუთები, ქსეროქსის აპარატები, დოკუმენტაცია და საარქივო მასალა. საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება სხვისი ნივთის განძრახ დაზიანება განადგურების მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
023
0

ქობულეთში  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები – დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოში გიორგი რომანაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, რეგიონის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქობულეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ცენტრის საძირკვლის […]
xichauris bagi
0

ხიჭაურში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად ხიჭაურში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი გახსნა. საბავშვო ბაღის მშენებლობა ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 15-ზე […]
pata goders
0

კურორტ გოდერძიზე ახალი განათება საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე 1761 მეტრიანი შიდა გზის მოწყობა დასრულდა.აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ კურორტის დირექციასთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ახალ გზაზე გარე განათება საზეიმო ვითარებაში ჩართეს.რამაზ ბოლქვაძემ და კურორტის დირექტორმა, ზურაბ ჭურკვეიძემ მთავრობის თავმჯდომარეს ადგილზე გააცნეს განხორციელებული პროექტის დეტალები. კურორტზე შიდა გზის მოწყობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი-2009“ ახორციელებდა.შ.პ.ს […]

ქვეყანას ახალი კონსტიტუცია აქვს

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. რიგგარეშე სხდომაზე  კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 117 ხმა 7-ის წინაღმდეგ  ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დამტკიცდა. მანამდე კი დეპუტატებმა კენჭი უყარეს გიორგი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 […]
maxos xali xiid
0

ახალი მაგისტრალი სოფელ მახოდან გინიოს ხიდამდე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს არჩილ ჩიქოვანთან ერთად ჭოროხისპირის ქუჩაზე 5,7 კილომეტრიანი გზის დაწყების სამუშაოები დაათვალიერა. ახალი გზის მონაკვეთი გონიოს ხიდს მახოს ხიდთან დააკავშირებს. ამ ეტაპზე ჭოროხის პირის გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობა 1000 მეტრზე მიმდინარეობს. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, საკანონმდებლო […]
cinaretis skola
0

ცინარეთში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა გაიხსნა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთში დღეიდან რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შევიდა ექსპლუატაციაში. შენობის საზეიმოდ გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე ესწრებოდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა. კეთილმოეწყო სკოლის შენობის ორივე სართული, საკლასო ოთახები, […]
AXALI URNEBI
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურნების დარიგება დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ურნების განთავსდება დაიწყო.მყარი ნარჩენების შემკრები კონტეირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 500 ლარი დაიხარჯა. 60 ერთეულ ურნას გამგეობის სანდასუფთავების სამსახური რამდენიმე დღეში ყველა სოფლის ცენტრში და ტურისტულ ობიექტებთან განათავსებს. 64-ვე სოფელში ურნების დეფიციტის სრულად აღმოფხვრის მიზნით გამგეობა ურნების შესაძენად კიდევ ერთ ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
wyalanirebi
0

“ბათუმის წყალმა” უახლესი მოდელის სპეცტექნიკა შეიძინა

კომპანია „ბათუმის წყალმა“ წყალარინების ქსელზე საექსპლუატაციო სამუშაოების გაუმჯობესებისა და ბათუმის საზღვრების გაფართოებულ ტერიტორიებზე ტექნიკური სამუშაოების დროულად შესრულების მიზნით, დამატებით 3 ერთეული უახლესი მოდელის სპეცტექნიკა შეიძინა. ახალი სპეცტექნიკის შემოყვანასა და ტექნიკურ დათვალიერებას, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და KFW-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. კომპანიამ სპეციალური დანიშნულების ასანიზაციის მანქანა-ცისტერნების შესაძენად 1 333 400 ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული სპეცტექნიკის მართვის შესაბამისი […]
22279615_470019363384564_1867540786552724006_n
0

ქედის ტურისტულ მარშრუტს ახალი ობიექტი “აჭარის ველი” შეემატა

ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან – თამარის ხიდთან, “KTW” ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ გაიხსნა. დღეიდან, ქედის ღვინის ქარხნისა და “KTW” ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი. ახალი ტურისტული ობიექტის ოფიციალურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საფირმო მაღაზიის „აჭარის ველის“ მნიშვნელობას ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ტურისტებისათვის […]
bagi
0

წონიარისის ახლადგარემონტებული ,,ბაგა-ბღი” გაიხსნა

წონიარისის ახლადგარემონტებული საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გაერთიანების ხელმძღვანელთან აიშე თებიძესთან ერთად გახსნა. ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, სადაც 2-4 წლამდე ბაგის ჯგუფში 21 აღსაზრდელი, ხოლო 4-6 წლამდე 29 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. კაპიტალურად გარემონტდა ბაღის გარე და შიდა ფასადი, მოეწყო სველი წერტილიები, სამზარეულო, კომფორტულად მოეწყო საძინებლები და სათამაშო ოთახები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან […]

პირუტყვის ახალი დაავადება

პირუტყვის ახალი დაავადება მაღალმთიან აჭარაში. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაყანაშივაქცინაცია დაიწყო. ვირუსის სახელწოდება – ნოდულარული დერმატიტია, რომელიც ძირითადად მსხვილფეხა რქოსნებშია გავრცელებული. დროული ვაქცინაციის შემთხვევაში განკურნება შესაძლებელია, დაგვიანების დროს კი პირუტყვი იღუპება. სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ დაავადება მწერებს პირუტყვზე გადააქვთ, ადამიანის ინფიცირების საშიშროება კი არ არსებობს.  წყარო: “აჭარის ტელევიზია”
stadioni
0

სოფელ გურძაულში ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწო

ხულოში აქტიურად მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების, ახალი მინი სპორტული მოედანი შეემატა. მოედანი სოფელ გურძაულში „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში მოეწყო. სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. „როდამ“ განახორციელა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 38113 ლარი დაიხარჯა. წყარო: “ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”
ceckera
0

ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადას მთაზე ცეცხლის ერთი კერა კვლავ გაღვივდა

ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადას მთაზე ცეცხლის ერთი კერა კვლავ გაღვივდა – ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ერთ-ერთმა ადგილობრივებმა მიაწოდა. მისი თქმით, მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა. ათეულობით ადამიანი ამ წუთებში შემთხვევის ადგილისკენ მიემართება. “აჭარის ტელევიზია”
xulo1
0

ევროკავშირი ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

15 სექტემბერი 2017, ხულო, აჭარა – ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 15 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ოფიციალურად გახსნის. ღონისძიება გაიმართება ხულოს ცენტრალური ბიბლიოთეკაში 12 საათზე და გაგრძელდება 14:30 საათამდე.მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, პროექტის […]
hsua bagi
0

შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

შუახევშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში “აიპრესს” განუცხადეს ახალი შენობა სრულად დააკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას. შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული ოთახები. შენობა და სპორტული დარბაზი აღიჭურვება ინვენტარით (მერხები, სკამები, დაფები, კარადები, კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადე, ხელბურთის კარები).კეთილმოეწყობა […]
inga
0

ბათუმში მალე ახალი სკოლა აშენდება

ბათუმში მალე ახალი სკოლა აშენდება – ამის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა. ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით ქალაქის მერიასათან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულება 1200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მინისტრის თქმით, ცენტრალურ უბნებში მოსწავლეთა დიდი კონტიგენტია, ახალი სკოლის გახსნა კი სიტუაციას განტვირთავს. “აჭარის ტელევიზია”
moedani
0

მახუნცეთში თანამედროვე ტიპის მინი სტადიონი აშენდა

მახუნცეთში, თანამედროვე ტიპის მინი სპორტული მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა. სტადიონი ტურისტულ ზონაში, გენ-გემით გათვალისწინებული პროექტების შესაბამისად აშენდა. სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, თანამედროვე ტიპის მინი სპორტული მოედანი დღეს გამგებელმა დავით დუმბაძემ, მიმღები კომისიის წევრებთან ერთად მოინახულა. გამგეობამ მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ახალი სტადიონის მშენებლობა ადგილობრივი ახალგაზრდების მოთხოვნის შესაბამისად გაითვალისწინა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გამართვა არასტანდარტულ, ავარიულ […]
axos skola
0

ახალ სასწავლო წელს სოფელი ახო განახლებული სკოლით შეხვდება

ახალ სასწავლო წელს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოსა და ცხმორისში ახალრეაბილიტირებულ სკოლებში განახლდება სასწავლო პროცესი. დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძემ და ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა სოფელ ახოს ახალრეაბილიტირებულ სკოლა დაათვალიერეს. „ახოს საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს. წლების განმავლობაში სასწავლო პროცესი სრულიად შეუსაბამო […]
mos.xe
0

რატომ აღმოჩნდა მწვანე ნარგავები მოსაცდელებში

ქობულეთში ახალი მოსაცდელების ნაწილი მწვანე ზოლზეა განთავსებული, რის გამოც ბორდიურზე დარგული ხეები კონსტრუქციის შიგნით მოექცა. ქობულეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ მონტაჟი ჯერ არ დასრულებულა. ის მცენარეები კი, რომლებიც მოსაცდელში აღმოჩნდა გვერდით უნდა გადაირგოს. კითხვაზე რატომ ათავსებენ რკინის კონსტრუქციებს ბორდიურებზე? ზაზა კაკაციშვილი გვპასუხობს, რომ მოსაცდელებისთვის სპეციალური ადგილები დატოვებული არ არის, რის გამოც საფეხმავლო ბილიკის გაჭრა […]
teat
0

ბათუმის თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება

ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება. სარეკომენდაციო საბჭომ ამ პოზიციაზე დასამტკიცებლად  გიორგი ჩხაიძის კანდიდატურა წარუდგინა აჭარის განათლების მინისტრს. სარეკომენდაციო საბჭო აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის ბრძანებით შეიქმნა და იგი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდა. საბჭომ თოჯინების თეატრის გარდა, ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურაც შეარჩია. მინისტრს შეუძლია წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცოს, […]

80 ათასი ლარი ახალი სამედიცინო ცენტრისთვის

ქობულეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა აშენდება. რისთვისაც 80 000 ლარი 2017 წლის  პროექტების ეკონომიის ხარჯზე გამოიყო. ამ დროისთვის სასწრაფო ცენტრი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოშია  განთავსებული. ახალი შენობის გარდამავალი პროექტის სრული ღირებულება 170 ათას ლარს შეადგენს და ის აბაშიძის ქუჩაზე  რეგიონული საავადმყოფოს მიმდებარედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე უნდა აშენდეს. “აჭარის ტელევიზია”

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე  საფუძველი ჩაეყარა. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება სასტუმრო და სამორინე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობაც. მშენებლობისთვის კომპანია “Crystal building”- ი 200 მილიონი ლარის  ინვესტიციას  ახორციელებს.  ქობულეთში აღნიშნული ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა. “აჭარის ტელევიზია”
xidi
0

186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად

ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება. თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა. […]

ახალი სამედიცინო პროგრამა

სამედიცინო პროგრამა ქობულეთში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის, საწყის ეტაპზე ერთი მობილური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც საჭიროების მქონე 50 პაციენტს მოემსახურება. პროგრამა ბინაზე ვიზიტსა და მედიკამენტოზურ მკურნალობას ითვალისწინებს და მის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 25 ათას 800 ლარი გამოიყო “აჭარის ტელევიზია”
shu
0

შუახევში სექტემბრიდან დამატებით 5 ახალი საბავშვო ბაღი და 3 სასკოლო მზაობის ცენტრი იფუნქციონირებს

შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 6 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, თუმცა წელს ხუთი საბავშვო ბაღი კიდევ დაემატება,- ამის შესახებ “აიპრესს” შუახევის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნათელა გოგიტიძემ განუცხადა. ახალი საბავშვო ბაღები მოემსაურება შემდეგ სოფლებს: ჭალა-წყაროთას, ჩანჩხალოს, ფურტიოს, შუბანსა და ხიჭაურს. მუნიციპალიტეტში ალტერნატიული სააღმზრდელო ცენტრებიც ფუნქციონირებს. გოგიტიძის ინფორმაციით, ალტერნატიული მზაობის ცენტრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 3 ფუნქციონირებდა, თუმცა სექტემბრიდან კიდევ […]
bAGI
0

ხულოში სექტემბრიდან დამატებით 4 ახალი საბავშვო ბაღი და 3 სასკოლო მზაობის ცენტრი იფუნქციონირებს

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, თუმცა წელს ოთხი საბავშვო ბაღი კიდევ დაემატება,- ამის შესახებ “აიპრესს” ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი რიჟვაძემ განუცხადა. მუნიციპალიტეტში ალტერნატიული სააღმზრდელო ცენტრებიც ფუნქციონირებს. რიჟვაძის ინფორმაციით, სასკოლო მზაობის ცენტრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ოთხი ფუნქციონირებდა, თუმცა სექტემბრიდან კიდევ სამი ცენტრი დაემატება, სადაც აღმზრდელები დილის ცხრა საათიდან პირვლ საათამდე რჩებიან. შეგახსეებთ, […]
sacxovrebeli
0

ბსუ 2,3 მილიონ ლარად სტუდენტთა ახალ საცხოვრებელს აშენებს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში, სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2 მილიონ 394 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბსუ-მ საერთო საცხოვრებლის შენობების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, სამი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის […]
FB_IMG_1501505919893
0

კურორტ “გოდერძიზე” 1761 მეტრის შიდა გზის მოწყობა დაიწყო

ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და “გოდერძის”დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია “ბონდი 2009”-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. […]
stadioni
0

ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც სამხარაულის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს, სულ რამდენიმე დღეში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გარევიზიებული საბოლოო პროექტი იქნება მზად. ზურაბ პატარაძე: “ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩვენ ამ პროექტს მივიღებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ […]
1493738424_urnebi_01
0

ახალი ნაგვის ურნები

უახლოეს მომავალში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ურნები განთავსდება. ტენდერში გამარჯვებული შპს „ტაო„ 60 ერთეულ ურნას შეიძენს. მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 500 ლარი გამოიყო. ახალი ურნები სოფლის ცენტრებში და ტურისტულ ობიექტებთან განთავსდება. “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”
510
0

,,ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი დირექტორი ბადრი ფარტენაძე დაწესებულების პერსონალს წარუდგინა. ბადრი ფარტენაძე პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, ასევე მინიჭებული აქვს ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. სხვადასხვა დროს ბადრი ფარტენაძე მუშაობდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში, ეჭირა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის, მოგვიანებით კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი […]
skola
0

ახალი პედაგოგოები სკოლაში

სკოლები, სადაც ახალი მასწავლებელი ბოლო 10 წელია არ მიუღიათ. რა გზის გავლა უწევთ უმაღლესი სასწავლებლის დასრულებიდან პედაგოგად დასაქმებამდე ახალგაზრდებს და როგორია სისტემა, კანონი, რომელიც ახალი კადრების შეყვანას სკოლებში ირიბად, თუმცა ზღუდავს. “აჭარის ტელევიზია”
riyeti
0

რიყეთის თემს ახალი კულტურის სახლი ექნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში ყოფნის დროს გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რიყეთის თემის თანამედროვე კულტურის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. კულტურის სახლში განთავსდება დიდი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საბავშვო კლუბი. ზურაბ პატარაძის თქმით, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. “ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში. ვადევდნებთ თვალ-ყურს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ახლა ვიმყოფებით სოფელ რიყეთში. […]
4154
0

ბათუმში ახალი შუქნიშნებისთვის 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, 8 ადგილზე, მათ შორის გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, ახალი შუქნიშნები და საგზაო ნიშნები მოეწყობა. შესაბამის შესყიდვას ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო განახორციელებს. სააგენტომ, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, ტენდერი უკვე გამოაცხადა, საწყისი ღირებულებით – 1 375 690 ლარი. ახალი შუქნიშნები ბათუმში დამონტაჟდება შემდეგ ადგილებში: პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე; პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე; […]
785
0

ახალი ჰოსტელი ბათუმის ცენტრში

თუ ბათუმში გამგზავრებას აპირებთ და ქალაქის ცენტრში ეძებთ კომფორტულ, მყუდრო ადგილს დასარჩენად, ჰოსტელი Greendoor-ი შესანიშნავი არჩევანია. ჰოსტელის უპირატესობაა: კარგი ადგილმდებარეობა კეთილგანწყობილი პერსონალი უფასო Wifi დაცული და მეგობრული გარემო Greendoor-ი ბათუმის ისტორიულ ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ბულვარიდან, ევროპის მოედნიდან და ზღვის სანაპიროდან ფეხით ხუთ წუთში შეგიძლიათ ჰოსტელში იყოთ. ჰოსტელი ძველი, ისტორიული შენობის მეორე სართულზეა […]
AVTOBUSI
0

ბათუმის მერია 10 ელექტრო და 20 ევროსტანდარტის ახალ ავტობუსს შეიძენს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD), ბათუმს ახალი დაბალძირიანი ავტობუსები მოემსახურება, რაც საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს. პროექტი ევრობანკის მიერ მართული მრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში ხორციელდება. ევრობანკი საქართველოს 5.5 მილიონი ევროს სუვერენულ სესხს გამოუყოფს. თანხა ბათუმის მერიას გადაეცემა, რათა შპს […]
avtomoblbi
0

150 ათასი ახალ ავტომანქანებში სამი რესურსცენტრისთვის

ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები ახალი ავტომანქანების შეძენას აპირებენ. სამივე უწყებამ ტენდერი ერთდროულად 14 ივლისს გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში რესურსცენტრები მოითხოვენ 2017 წელს გამოშვებულ ავტომანქანას, რომელიც იქნება მე-3 კლასის და მაღალი გამავლობის მქონე. თითოეული რესურსცენტრი ერთი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მაქსიმალური ფასი ერთი ავტომანქანის შესაძენად 50 ათასი ლარია. “ბათუმელები”