patriot aliasi
0

‘’პატრიოტთა ალიანსის’’ შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

არჩევნებამდე 9 დღით ადრე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“   შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.  რევაზ ზოიძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.  ის ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ვერ ახერხებს. „მკურნალობას ვაპირებ საზღვარგარეთ, იძულებული ვარ კანდიდატურა მოვხსნა“ – განაცხადა პატრიოთა ალიანსის შუახევის მერობის კანდიდატმა. რევაზ ზოიძის განმარტებით, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ პარტიის რეგიონულმა წარმომადგენლებმა იციან,   ცენტრალური ოფისისთვის კი  ინფორმაცია ჯერ […]