alilo shauxevshi
0

“ალილოს” მსვლელობა შუახევში

მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული შუახევშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა. საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო და ქუჩებში გადაინაცვლა. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ ერთმანეთს. ალილოს მსვლელობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა და საშობაო ტკბილეული გადასცა. წყარო:”შუახევის უნიციპალიტეტის მერია”
alilo batumshi
0

“ალილო” ბათუმში

შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ალილოთი გაგრძელდა. საზეიმო მსვლელობას დასაწყისშივე შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აპარატის თანამშრომლები. შობის მახარობლებმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა 12 საათზე დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს. მეალილოეებს გზად აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი […]
alilo qobuletSi
0

ქობულეთში “ალილოს”მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით დაიწყო

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული ქობულეთშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა. ტაძრებში აღვლენილი საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო, ტაძრებიდან ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით დაიწყო. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ თანამოქალაქეებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან […]
alilo qedashi
0

“ალილოს” მსვლელობა ქედაში

დაბაში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი, მორწმუნეებთან ერთად, უძველეს საშობაო ტრადიციას – ალილოს მსვლელობას ამ წუთებშიც მართავს. მგალობლებს კალათებით მიეგებნენ ქედის თვითმმართველობაში. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შობის დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს კიდევ ერთხელ მიულოცეს. ალილო ერთგვარი ქველმოქმედების ზეიმიცაა – საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ. წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”