avariaaa
0

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ავარია, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დათვალიერებით ნეკნების დაზიანება აღენიშნებოდათ. ასევე ჰქონდათ ჭრილობები თავის არეში. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
avariaaaa
0

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნება ზოგადი დაჟეჟილობა, „შესაძლოა იყოს მოტეხილობაც.“ ავტოავარიის შედეგად ერთმანეთს მოპედი და Subaru-ს მარკის ჯიპი შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი მოპედს მართავდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან […]
pol
0

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში. ბარცხანის დასახლებაში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი კაცი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების განცხადებით, დაზარალებული ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ტკივილი მუცლის არეში აღენიშნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
pol
0

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა; შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილით საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიჰყავდათ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში შემდეგ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა“. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე აღძრულია […]
ava
0

ავარია ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე

ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „კარფურთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა. ჰოსპიტალში დარჩა 45 წლამდე ქალიც, რომელმაც დაშავებული კაცის საავადმყოფოში გადაყვანის დროს უთხრა ექიმებს, რომ მუხლი სტკიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით. წყარო:გაზეთი “ბათუმელები”
avariaaaa
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.შემთხვევა აბუსერიძის  და აბაშიძის ქუჩების კვეთაში, შუქნიშანთან მოხდა. დაშავებული ქალბატონი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი კონტაქტური იყო, შემდგომი გამოკვლევებისთვის კი მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შსს ინფორმაციით საქმე 276- ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
qob avaria
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით ქობულეთში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მდინარე კინტრიშის ხიდთან ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. წყარო:გაზეთი “ბათუმელები”
mopedi
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მოპედი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
avaria chaqvshi
0

6 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

6 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ორი მათგანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 4 დაშავებული კი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის. ავარია ჩაქვში გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, დარტყმის შედეგად ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თვითმხილველების თქმით, […]
pol
0

ქედაში, ექსკურსიაზე მიმავალი 6 ბავშვი დაშავდა

როგორც “აიპრესისთვის” გახდა ცნობილია, 6 ბავშვია დაშავებული, რომელიც ქედაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ბავშვები მიკროავტობუსიდან გადმოვარდნენ. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მოძრავ მიკროავტობუსში კარის გასაღებ ღილაკს შემთხვევით დააჭირეს ხელი. 6-ივე მათგანი ქედის საავადმყოფოშია. შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. წყარო:”ipress.ge”
pl
0

სამი ავარია ერთი საათის განმავლობაში

სამი ავარია მოხდა თითქმის ერთდროულად, ცოტა ხნის წინ ბათუმში. ბათუმი-ქობულეთის გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ჭავჭავაძის ქუჩაზე კი ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე ქალს დაეჯახა ცოტა ხნის წინ მოტოციკლეტი გორგილაძის ქუჩაზე. მისი მდგომარეობაც სტაბილურია. სამივე შემთხვევაზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც […]
avaria barcxanashi
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ბარცხანის დასახლებაში

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ე.წ. ბარცხანის ხიდთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკიდან მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტი მსუბუქადაა დაშავებული და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელია და დაზიანებულია შსს კუთვნილი მანქანა. შს სამინისტროს პრესამსახურში არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას. აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე […]
AVARIA
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე.ავტომობილები ერთმანეთს გვირაბში შეეჯახნენ.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. წყარო:” TV 25″
avaria qobuletSi
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები არ არიან.შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
avaria aero gza
0

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავარია ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე. გარდაიცვალა ერთი კაცი, მეორე კი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. მედიკოსების თქმით, ავარიის დროს დაშავებულ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ის კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. თვითმხილველების თქმით მსუბუქი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა. გზაზე მოცურდა, ჯერ გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, შემდეგ კი ოპელის ტიპის ავტომობილს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის […]
avaria
0

ავარია მახუნცეთში – დაშავდა ორი ადამიანი

ქედაში, მახუნცეთთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სამი ავტომობილი გახდა. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. წყარო: “გაზეთი ბათუმელები”
pol
0

საბაგიროსთან ქვეითად მოსირულე 4 ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. საბაგიროსთან ქვეითად მოსირულე 4 ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა, 27 წლის კაცი,  რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს კი ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

ავტოავარია ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე

ავტოავარია ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. პორშეს მარკის ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა.შემთხვევის  შედეგად პატრულის  2 თანამშრომელი დაშავდა.  დაშავებულები სასწრაფო დახმარების ექიმებმა  ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ისინი სამედიცინო დაწესებულებებიდან დილით გაწერეს. გამოძიება 276 -ე მუხლის  1 ნაწილით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, […]
avariaxuloSi
0

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც შსს-ში “აიპრსესს” განუცხადეს,  შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითთ დაიწყო. “ipress.ge’
mosac avaria
0

ბათუმში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი მოსაცდელთან ხეს დაეჯახა

ბათუმში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი მოსაცდელთან ხეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახევარი საათის განმავლობაში  ჭავჭავაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე აღიძრა.  “აჭარის ტელევიზია”
abaria
0

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  ბათუმში, ლუკა ასათიანისა და პუშკინის ქუჩის კვეთაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დაზარალებულები მედიკოსებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მცირეწლოვანი, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია მოთავსებული. “აჭარის ტელევიზია”
max
0

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი 8 წლის ბავშვი დაშავდა.  მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. კლინიკის მორიგე პედიატრის ინფორმაციით, 8 წლის ბიჭს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა,  განსაკუთრებით სახისა და მუცლის არეში. მომხდარის გამო ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში  მოძრაობა შეფერხებული […]

5 დაღუპული, 1 დაშავებული – ავარია გურიაში

ავარია გურიაში, გარდაცვლილია ერთი ოჯახის 5 წევრი. დაშავებული ერთ-ერთი  მგზავრი დღის მეორე ნახევარში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, სამედიცინო დაწესებულებაში კომენტარს არ აკეთებენ. “აჭარსი ტელვიზია”
pol
0

29 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

  ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შემთხვევა ამ დილით მოხდა. დაშავებულია 28 ადამიანი.   ერთმანეთს ორი  მიკროავტობუსი ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე   შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის […]
a
0

ბათუმში მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინ, მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავტომანქანა ე.წ ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. მამაკაცი თავის დახურული ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი სავარაუდოდ სანაოსნოს დაცვის თანამშრომელია. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. “ბათუმელები”
pol
0

ქობულეთში 53 წლის ქალს ეძებენ

ოჯახი ქობულეთში დასასვენებლად იმყოფება. 53 წლის   ქალი  აღმაშენებლის  ქუჩაზე, ფიჭვნარის  დასახლებაში  გუშინ  გვიან ღამით  გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. აცვია  წვრილთასმიანი შავი მაისური  და ლურჯი  შორტი (თეთრი კოპლებით), აქვს  შავი, მოკლე  თმა. თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაკარგულის ადგილსამყოფელის შესახებ   გთხოვთ  დაგვიკავშირდეთ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ცხელ ხაზზე: 591  53  48  48. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, […]
pol
0

სოფელ ლეღვაში ავარიის დროს მოქალაქეები დაშავდნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში სოფელ ლეღვაში. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის ექიმების განცხადებით დაშავებულია სამი მოქალაქე. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ სადაც გამოკვლევები ჩაუტარდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. “აჭარის ტელევიზია”
301
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში

ქობულეთში, სოფელ ბუკნარის მიმდებარე მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და სატვირთო ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, თუმცა მოძრაობა არ შეზღუდულა. შს სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, რომ ავტოავარია არის მსუბუქი ხასიათის: „ტრაილერი დაგორებულა და ოდნავ შეჯახებია ჩვენს მანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი“. “ბათუმელები”
Suaxevi
0

ზურაბ პატარაძემ ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა

3 Photos · Updated 21 minutes ago აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ისინი შუახევის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
SASAMARTLO
0

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო […]
ava
0

ავარია ბათუმსა და მახუნცეთში

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მახუნცეთშიც მოხდა. შსს ინფორმაციით, ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამოწმებს. „ერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში, გამოძიება […]

საბავშვო ანსამბლი თურქეთში ავარიაში მოყვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში, გასტროლზე მიმავალი ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ “ლამპრების” წევრები დაშავდნენ. ავარია გირესუნის გუბერნიასთან დილით მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში. საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე მიემგზავრებიან. მათი ინფორმაციით, მოზარდები სამედიცინო კლინიკაში მოათავსეს. ანსამბლის წევრების ნაწილს დღესვე გადმოიყვანენ საქართველოში. “აჭარის ტელევიზია”
avaria1
0

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არასრულწლოვანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით ბავშვი კონტაქტური იყო და მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]
avaria11
0

ავტოსაგზაო შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე

რესტორან „აჭარულ სახლთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. “ბათუმელები”

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჩაუტარდა გამოკვლევები, რის შედეგაც 13 წლის მოზარდს ქალა-ტვინის ტრამვა დაუდგინდა. მოგვიანებით კი მშობლების ინიციატივით ის დედაქალაქში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის […]
avaria
0

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა​ს გულისხმობს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსის, განცხადებით დღეს მედიკოსთა ბრიგადა, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსგავსი ტიპის გამოძახებაზე არ გასულა. თვითმხილველების თქმით ავტომანქანის მძღოლმა დაშავებული მგზავრი თავად წაიყვანა. 21 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს […]