pol
0

8 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

ბობოყვათში მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ახლობლების თქმით, 8 წლის ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, გზაზე გადაკვეთის დროს კი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმის განცხადებით მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ. ამ წუთებში დაზარალებული რეანომობილით ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ. შსს ინფორმაციით, საქმე აღიძრა 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის […]
20170726_194011
0

ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები 2017 წლის Suzuki Vitara-ს 130 740 ლარად შეიძენენ

მე-3 კლასის მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენას გეგმავს ხულოს, ქედისა და შუახევის რესურსცენტრები, რაზეც მუნიციპალიტეტის რესურსენტრებმა 2017 წლის 14 ივლისს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადეს, ერთი ავტომანქანის შეძენის ღირებულება 50 000 ლარი იყო, სადაც გამარჯვებულად შ.პ.ს “ჯი-თი მოტორსი” გამოავლინეს, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი კომპანია იყო. “ჯი-თი მოტორსმა” ერთიან ელექტრონულ სისტემაში ბოლო შეთავაზებით 43, 580.00 ლარი დააფიქსირა და […]
pol
0

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარის დასახლებაში

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თამარის დასახლებაში. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი დაახლოებით 12 წლის ბიჭს დაეჯახა. ამ წუთებში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრობა შეფერხებულია. პროცესს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არეგულირებენ. თვითმხილველების თქმით არასრულწლოვანი ქვეითთა გადასასვლელზე არ გადადიოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. დაშავებული კონტაქტურია. შინაგან […]