batumiswyali
0

”ბათუმის წყალი” – ”ახალსოფელში ონკანის წყლის დალევა არ შეიძლება”

კომპანია ‘’ბათუმის წყალი’’ სოფელ ახალსოფლის მოსახლეობას მოუწოდებს, იანვრის ბოლომდე ონკანის წყალი არ დალიონ. ის სასმელად მხოლოდ  გადადუღების შემდეგ გამოიყენონ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  მაგისტრალური მილსადენის და წყლის სამარაგო რეზერვუარების რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის ფარგლებში რეზერვუარებში  სელექტორები შეიცვლება. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, რეკომენდაციები სწორედ აღნიშნულ პროცესს უკავშირდება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
BAT AER
0

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვერ სრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვერ სრულდება. მიზეზი ძლიერი ქარია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ მინსკისა და კიევის რეისები დროებით შეჩერებულია. მგზავრებს, რომლებიც მინსკში მიფრინავდნენ აეროპორტში ლოდინი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მოუხდათ. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მოქალაქეები ყვებიან, რომ რეგისტრაცია ღამით სამ საათზე გაიარეს, მას შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასხდომას ელოდებიან. მათივე თქმით, კომპანია ‘’ბელავიას’’ წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ […]
biuuu
0

ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნება – კონსერვატორებს” ნატალია ძიძიგური უხელმძღვანელებს. ცოტა ხნის წინ შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, ანუ მმართველი გუნდი დღეიდან საკრებულოში სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. იმდენივეთირამდენითაც წინა მოწვევა, სწორედ წინა მოწვევას აკრიტიკებდა მესამე სექტორი ფრაქციების ნაწილში, ამბობდა რომ იკვეთებოდა მხოლოდ ფინანსური ინტერესი. ფაქტობრივად იგივეს ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფრაქციების რაოდენობა […]
biuuu
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა […]
bat sak
0

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს, ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე განცხადება მირდატ ქამადაძემ გააკეთა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საკრებულოს წევრები გაყალბებული არჩევნებით მოვიდნენ უმრავლესობაში. “გაყალბებული არჩევნებით მოხვედით ხელისუფლებაში და ამაზე მთელი პასუხიმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ჩხვირკვია (ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ დაკავებული აქტივისტი) როდესაც ზის ციხეში ეს არის მესიჯი მოსახლეობისადმი რომ უდანაშაულო ადამიანების დაკავება და ბრალდება შეგიძლიათ” – განაცხადა ახალარჩეულმა […]
meria
0

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს  წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული,  ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე.  საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის  […]
meria batumis
0

4 პარტია ბათუმის საკრებულოში

მაჟორიტარულ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ქართული ოცნებიდან შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო. ანუ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით იქნებიან: ქართული […]
22768428_1916970185293536_882243287_o
0

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გახდება

ბათუმის 79-ე ოლქის მონაცემებით “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს’’ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ხმათა 55,67% მიიღო. მეორე პოზიციაზეა ‘’ერთიანინაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი,  ლევან ანთაძემ 34, 19% დააგროვა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების სხვა კანდიდატებს. რამდენიმე მათგანმა ერთ პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა. შედეგები ასე გამოიყურება: ‘’ევროპული საქართველოს ბათუმის მერობის კანდიდატმა ხმათა  6,43% მოიპოვა. 6,16% აიღო ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა’’ […]
meria
0

ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ქრთამის აღებაშია ბრალდებული. ინფორმაციას ადასტურებენ მერიაშიც. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის განცხადებით, ქრთამის აღებაში ბრალდებული პირი ორი დღეა სამსახურში არ გამოცხადებულა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებს მერიის შენობაში არ აუყვანიათ და ის ქუჩაში დააკავეს. მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რომელ საქმეს უკავშირდება დაკავება და რა ოდენობის თანხა აიღო საჯარო მოხელემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში […]
1ss
0

ბათუმის მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს

79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ბათუმის მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს. ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველო“, ლევან ანთაძე – „ერთიანი ნაციონალურიო მოძრაობა“ პეტრე ზამხახიძე –  „ევროპული საქართველო“ ჯელალ ქიქავა – “ლეიბორისტიული  პარტია“ ომარ ფარტენაძე – საარჩევნო ბლოკი  „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს თენგიზ თავდგირიძე – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ კახა ციკარიძე – […]
shemovliti gxza
0

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა  ტურისტულ […]
batumiswyali
0

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ […]
meria batumis
0

ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

კახებერ ცისკარიძე, რომელმაც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 25 სექტემბერს ამოიწურა – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ. „საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო 25 აგვისტო. არ მოუმართავთ ჩვენთვის და შესაბამისად, ვერც კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა. ასე რომ, უკვე დაგვიანებულია. ამას გარდა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ […]

ცვლილება ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. 2 თვით ადრე, ბათუმის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი ქალაქის მთავრობას რეგიონის მთავრობამ გადასცა, ფული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა შემოსულობების ხარჯზეც, 200 ათასი ლარი კი ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაემატა. რაში დახარჯავს მერია ფულს? გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი […]