ვინ აკონტროლებს ქუჩაში გამოტანილ პროდუქტს?

მაღალი ტემპერატურა და მზეზე გასაყიდად გამოტანილი სურსათი. გარევაჭრობას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებს, შესაბამისად უწყება ძირითადად შემდეგი რეკომენდაციით შემოიფარგლება: ნუ იყიდით შეუსაბამო პირობებში გასაყიდად გამოტანილ საკვებს. შეუსაბამო პირობები გვხვდება ვაჭრობისთვის ნებადართულ ადგილებშიც. როგორია ექიმების რჩევები და რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები? “აჭარის ტელევიზია”

ქართული ქაფშია ევროპის ბაზარზე გავა

საქართველო  მესამე ქვეყნების ჩამონათვალში ჩაისვა, საიდანაც თევზპროდუქტების იმპორტი  დაიშვა. გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2 წელიწადი ელოდა, 16 ივნისს, ბრიუსელში მიიღეს. შეთანხმება საქართველოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას ავალდებულებს. მზადების რა პროცესი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ბაზარზე ახალი შესაძლებლობებით სარგებლობით ნებართვის მიღებამდე და როგორ აფასებენ ქართული ქაფშიის ევროპულ ბაზარზე რეალიზების შესაძლებლობას  გარემოსდამცველები, ნახეთ სიუჟეტში. TV 25