binebi ekomi
0

23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილესთან მინდია ბასილაძესთან, ხელვაჩაურის მომავალ მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან და ახალი მოწვევის საკრებულოს სიის პირველ ნომერთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. სოციალური სახლი კეთილმოწყობილია. თოთოეული ბინა უზრუნველყოფილია თანამედროვე ტიპის გათბობის და წყლის გამაცხელებელი სისტემებით. […]
miqe
0

თანადაფინანსებით ახალი საცხოვრებელი ათმა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

სახელმწიფო პროგრამა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, დღეს იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ფართები 10 ეკომიგრანტ ოჯახს დაურეგისტრირდა. მიმდინარე კვირას საცხოვრებელს ჯამში 13 ოჯახი დაიკანონებს. რეგისტრაციის პროცესს, ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მ დაესწრო. მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა მიულოცა. მიმდინარე წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისი 81-მა ოჯახმა უკვე მიიღო, […]
BINEBIS GADACEMA
0

ათმა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები შეიძინა

ჯანდაცვის  სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, გუშინ და დღეს, ათმა ეკომიგრანტმა ოჯახმა თანადაფინანსებით ახალი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დაირეგისტრირა. ოჯახები სტიქიის შედეგად სხვადასხვა წელს დაზარალდნენ. მათ პროგრამის ბიუჯეტიდან 25,000-25,000 ლარი გამოეყოთ. 2017 წელის ორი კვარტლის მონაცემებით „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით საცხოვრებელი ფართი 66-მა ოჯახმა შეიძნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. წყარო: “აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

განაცხადების მიღება

ხულოში ვაშლოვანის სოციალურ სახლში დარჩენილ 14 ბინაში ფართების გადაცემისთვის ბენეფიციართა განცახდების მიღება დასრულდა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის ინფორმაციით ფართის მისაღებად შექმნილ სპეციალურ კომისიაში სულ 21-მა ოჯახმა შეიტანა განაცხადი, ამ ეტაპზე აღნიშნული ოჯახების შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბენეფიციართა მდგომარეობას სამთავრობო კომისიაზე იმსჯელებენ და ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. სოფელ ვაშლოვანში, 72 ბინიანი საცხოვრებელი ბინები აჭარის […]
bina
0

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. ბინების მიღება მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად მიულოცა. ,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მოსახლეობას. დაახლოებით ერთი წლის წინ საარჩევნო პერიოდი იყო, როცა ჩვენ […]
bin
0

19 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცათ

თამარის დასახლებაში მდებარე სოციალურ სახლში ეკომიგრანტ ოჯახებზე, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. ფართების განაწილება კენჭისყრის წესით განხორციელდა. უახლოეს დღეებში კი მათთან საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 19 ოჯახზე ბინების დაკანონების რეკომენდაცია გასცა. სოციალური სახლი 10 სართულიანია. შენობაში 58 ბინა განთავსდა. პროექტის ღირებულება […]
0

შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება, შუახევის გამგეობაში მოქმედმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს მიიღო. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები, […]

59 ეკომიგრანტს ბინა გადაეცა

ხულოში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. განაცხადი 89 ეკომიგრანტმა შეიტანა, მაგრამ გამგებლის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახები დაკმაყოფილდა. ფართები მათზე ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. ვაშლოვანის სოციალურ სახლში კიდევ 13 ბინაა თავისუფალი. “აჭარის ტელევიზია”
xxulo
0

ხულოს გამგეობაში სტიქიით დაზარალებულებზე საცხოვრებელი ფართის გადაცემის კენჭისყრა მიმდინარეობს

ამ წუთებში ხულოს გამგეობის დარბაზში მიმდინარეობს ხულოს ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართის გადაცემის კენჭისყრის პროცედურა. 59 ბენეფიციარს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ ბინებში გადაეცემათ საცხოვრებელი ფართი. კენჭისყრის პროცედურა სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერჩეული სამთავრობო კომისია აწარმოებს. “ipress.ge”

ბინები ეკომიგრანტებისთვის

ხულოს სოციალურ სახლში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. სხდომაზე დაზარალებული ოჯახების მონაცემები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა წარმოადგინა. ხულოს სოციალური სახლი 72 ბინიანია, კომისიის მიერ 45 ოჯახზე დადებითი გადაწყვეტილება გასულ სხდომებზე მიიღო. ვის გადასცემენ დარჩენილ 13 ბინას, მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი […]

ბიბენი ეკომიგრანტებს

თამარის დასახლებაში მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში 39 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო. ბინების განაწილებას კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა. უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება. ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში […]

ბინები ეკომიგრანტებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით საცხოვრებელ სახლს კიდევ 7 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. ფართები უკვე შეარჩიეს, თანხას კი 25 ათასი ლარის ოდენობით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ”ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ბიუჯეტიდან  გადაურიცხავს. იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლი უფრო ძვირი ღირს დარჩენილ თანხას თავად ეკომიგრანტი დაფარავს. პროგრამა-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახროციელებს და უწყების ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გასულ […]