xuloo
0

ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი. ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს. ჯანმრთელობის […]
shuaxevis sakrebulo
0

შუახევის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

შუახევში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს  წლის ბოლო საკრებულოს სხდომა. სიტყვიერი შელაპარაკება 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა, რომელიც 18 ხმით დამტკიცდა. წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო, ერთმა თავი შეიკავა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საწყის ეტაპზე 8 მილიონ 214 ათას 418 ათასი ლარით განისაზღვრა. თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ბიუჯეტს ოპოზიცია იწუნებს, მათი განცხადებით გასულ წელთან […]
qed biu
0

ქედის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

დეპუტატებმა ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. აქედან კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 510 ათასი ლარია. პრიორიტეტი გასული წლის მსგავსად წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა დაბა ქედის კეთილმოწყობა, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორმა წევრმა სხდომათა […]
sakrebulos sxdoma xulo
0

ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

18  მომხრე და 8  წინააღმდეგი – ხულოს ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს. 2018 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 9 მილიონ 579 ათას 150 ლარით განისაზღვრა.  აქედან გათანაბრებითი  ტრანსფერი მილიონ 456 ათასი ლარია, ხოლო კაპიტალური ტრანსფერი 2 მილიონ 497 ათას  400 ლარს შეადგენს. ოპოზიცია  მთავარ  ფინანსურ   დოკუმენტს იწუნებს, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით თანხები არამიზნობრივადაა გადანაწილებული და ინფრასტრუქტურული […]
biuuu
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა […]
irakli jorbenadze
0

ჯორბენაძე: ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი წლევანდელი ბიუჯეტისგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია

ხულოს, საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ირაკლი ჯორბენაძეს 2018 წლის ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, “ბიუჯეტი მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტისაგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია”. საკრებულოს წევრის განცხადებით გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირებულია ხულოს სარეზერვო ფონდის თანხები. ირაკლი ჯორბენაძე მიმდინარე წელის ბიუჯეტის ათვისებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხულოს მერიამ ბიუჯეტი სრულად […]
shehsa
0

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტში  შეტანილი კორექტირების  საფუძველზე, ქედის მერია 20 000 ლარად 600 კუბურმეტრ შეშის შესყიდვას აპირებს. მერია შეშად შეისყიდის მაღალი ძაბვის, 220 კვ-იანი  ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დროს  ქედის ტერიტორიაზე გაჩეხილ და დასაწყობებულ მერქანს. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის განმარტებით, მერიის მიერ შესყიდული შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და საბავშვო ბაღებს გადაეცემა. თუ […]
QEDA
0

ქედის ბიუჯეტი

ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 800 ათასი ლარით გაიზარდა. ის 8 მილიონ 895 ათას 500 ლარს შეადგენს. 3 მილიონი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან კაპიტალური  ტრანსფერის სახით მიიღო. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი 4 მილიონ 519 ათას 200 ლარია. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა. პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად გაეგზავნა, რომელიც საკრებულომ ის 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulos gamgeoba
0

ხულოს ბიუჯეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაიწყო. მომდევნო წლის ბიუჯეტი უკვე გადანაწილდა კომისიებში.  ფინანსურ დოკუმენტს შენიშვნებით მერიაში 25 ნოემბრამდე გადააგზავნიან, შესწორებულ ვარიანტს კი 10 დეკემბრამდე ელოდებიან. ხულოს საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,  სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში სანიაღვრე არხების დახურვა და ბილიკის მოწყობა. […]
QEDA
0

მაღალმთიანმა მუნიციპალიტეტებმა წელს 5 მილიონ 054 ათას 492 ლარი მიიღეს

აჭარის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მაღალმთიანმა მუნიციპალიტეტებმა წელს 5 მილიონ 054 ათას 492 ლარი მიიღეს, რითაც მთლიანობაში 11 პროექტი დაფინანსდა. ხუთი მილიონიდან ყველაზე მეტი თანხა, 2 054 717 ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტმა მიიღო. აჭარის მთავრობის მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორის შუახევში, ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სოფლების წყალმომარაგების სისტემების მოწყობაა, რაც 1,5 მილიონი ლარითაა […]
xulos gamgeoba
0

ხულოს ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი იქნება

2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობა გრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტშიც.   გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის  ინფორმაციით, სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში ინფრატსრუქტურის გაუმჯობესება,  კონრეტულად, საკურორტო ზონაში სანიაღვრე არხების  დახურვა და ბილიკის მოწყობა. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიონ  ნახევარ ლარზე მეტი იქნება.  ხულოს გამგეობამ მომდევნო წლის ბიუჯეტი, საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. წყარო:”აჭარის […]
meria batumis
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი

78  მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 14 მილიონი კი განათლების პროგრამებისთვის – ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ბათუმის ბიუჯეტი 2018 წელს 146 მილიონ 121 ათასი ლარი იქნება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 55 % ინფრასტრუქტურულ სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. განათლების მიმართულებით 14 მილიონ 217 ათასი დაიხარჯება, კულტურული პროექტებისთვის მერია 3 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამდენივე, 13 მილიონი, დაიხარჯება […]
sx
0

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 2018 წელს შემოსავლების ნაწილში 44 მილიონით იზრდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მილიონით განისაზღვრა. საპროგნოზო დოკუმებტის მიხედვით 6 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი. თანხა 65-თ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას, 190 ხელოვნური ნაგებობისა და 14 ახალი ხიდის მშენებლობას მოხმარდება. 32 პროცენტით გაიზრდება ტურიზმისა […]

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს რეგიონიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ამ მიზეზით აჭარის ეკონომიკის სამინისტროში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. მთავრობამ რეგიონის წარმომადეგნლობით ორგანოს ბიუჯეტის პროექტი 1 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. უმაღლესმა საბჭომ კი წლის ბოლომდე დაამტკიცოს. იცვლება თუ არა პრიორიტეტები სამინისტროებისთვის? ვის ექნება ყველაზე მეტი დაფინანსება? წყარო:”აჭარის ტელევიზია”

რატომ არ გადაეცა ამბულატორიებს მანქანები?

მაღალი გამავლობის ავტომანქანები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს ამბულატორიებისთვის გადასცა, ქობულეთის გამგეობას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის არ დაურიგებია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მანქანების გადაცემას წინასაარჩევნოდ აპირებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავტომანქანები  მუნიციპალიტეტს გადაეცა, მისი  გადანაწილება კი გამგეობამ უნდა უზრუნველყოს. “აჭარის ტელევიზია”

2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

2 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ცვლილება საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება, ასევე იგეგმება ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული თანხიდან 32 ათას 250 ლარი დაემატა ჯანდაცვის სფეროს, ამოქმედდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მედიკამენტოზური მკურნალობის პროგრამა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით მიმდინარე წელს ბიუჯეტის საშემოსავლო […]
jiu
0

ბათუმის ბიუჯეტი დაახლოებით ორ მილიონამდე ლარით გაიზრდება

ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი 1 მილიონ 818 ათას 900 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 193 ათას 500 ლარს შეადგენს. საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი დამატებით კიდევ 346 000 ლარით გაიზარდა და 164 მილიონ 539 ათას 500 ლარს მიაღწია. ცნობილი რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებას […]
qedapoezia
0

„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 835 ლარს, კულტურული ღონისძიების – „პაემანი პოეზიასთან“ ჩასატარებლად დახარჯავს. როგორც ქედის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე განმარტავს, გამგეობა შემოქმედებით საღამოს ქედის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტებისთვის გამართავს. ღონისძიების ხარჯთაღრიცხვით, მოსაწვევის, წამყვანის ანაზღაურების, ფერადი სანთლების, ატლასის, სასაჩუქრე ჩანთისა თუ ღონისძიების გასამართად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალში 35 კაცის კვებაცაა გაწერილი. სატენდერო […]
lar
0

შსს-ს მომსახურების სააგენტოს არაკონკურენტული ტენდერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეულ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული ჰქონდა ისეთი პარამეტრები, რომელთა სიდიდეების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, ან საერთოდ საჭიროება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და აკმაყოფილებდა მხოლოდ კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ზოგჯერ პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული იყო ისეთი საქონელი, რომელთა ტექნიკური პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ […]
ygg;h
0

შუახევში შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა

შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან – 164 393 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერი 5 ივლისს გამოაცხადა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევის დაბაში, ყოფილი უნივერმაღის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოეწყობა. „პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრისთვის შენობას მოვაწყობთ, რისთვისაც ყოფილი უნივერმაღის შენობის პირველ […]
111
0

ხულოს “ნაცმოძრაობა” ტუალეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი გუნდი თანამედროვე ტუალეტების ფასსზე კამათობს. ხულოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ლიდერი, ირაკლი ჯორბენაძე „აიპრესთნ“ ირწმუნება, რომ მწვანე ტბაზე საპირფარეშოს მშენებლობისთვის 11 500 ლარი საკმარისი არა არის. ჯორბენაძის მტკიცებით ამ თანხით თანამედროვე ტიპის სტანდარტის საპირფარეშოს მშენებლობა შეუძლებელია და მოითხოვს არსებულ ციფრს თანხის 50% დაემატოს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით მწვანე ტბაზე თანამედროვე […]

კანონდამრღვევი ქვეითები – გადაადგილება აკრძალულ ადგილებზე

სპეციალისტი, პროფესიონალი, პარტიული, უპარტიო, ან პარტიისადმი სიმპათიით განწყობილი – რამდენი მოქალაქე დასაქმდა აჭარის მუნიციპალიტეტების გაგმგეობებში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე? აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული ზრდა არჩევნებიდან 2 თვეში დაიწყო. “აჭარის ტელევიზია”
ლიხს იქით და ლიხს აქეთ – ქედა
0

დაბა ქედაში 2017 წელს შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი

დაბის ტერიტორიის აღმაშენებლის ქუჩაზე გზს გაფართოება, საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 180 273 ათასი ლარია გამოყოფილი. ასევე დაგეგმილია კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებ დასასრულ უახლოვდება რისთვისაც ბიუჯეტიდან 73 171 ათასი ლარი გამოიყო. 1 737 800 ლარი დაიხარჯება მდინარე აწარისწყლისა დააკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრის მოწყობითი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა უკვე. ტენდერია […]

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა. ”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.” ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის […]
biujeti
0

ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 111 ათასი ლარით იზრდება

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალიწინებულ 3 სკითხზე იმსჯელებენ.  თუ საკრებულომ ცვლილება დაამტკიცა, 91 ათასი ლარი “მისტერ და მისის პლანეტისა”  და აჭარის მოდის კვირეულის დაფინანსებისთვის გამოიყოფა. ამასთან “კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამას 20 ათასი ლარი ემატება. მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსულობებისა და ნაშთის ხარჯზე იზრდება. საერთო ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 162 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
meria
0

20 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის

ბათუმის მერია ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს შეისყიდის. ამისთვის მერია ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტში, ხვალ, 5 ივლისს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. საზოგადოება „ბათომი“, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და […]
sakonstitucio
0

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს ბინებს ბათუმში აღარ ჩუქნიან

  პლენუმის გადაწყვეტილებით, თითო მოსამართლეს თვეში ბინის ქირისთვის 1000 ლარს უხდიან. თითოეულ მოსამართლეს 10 წლით ირჩევენ და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მოსამართლის ბინით უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ოთხისთვის – 480 ათასი, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე – ესენი არიან […]
batumi
0

ბათუმის ბიუჯეტი 6 მილიონ 756 ათასი ლარით გაიზარდა

რამდენიმე საათია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე მსჯელობენ.  ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 6 მილიონ 756  ლარით იზრდება. აქედან თანხის ნაწილი ”ბათუმობის” დღესასწაულს მოხმარდება. საკრებულოს წევრების შენიშვნები სწორედ ბათუმობის დღესასწაულს უკავშირდება. “აჭარის ტელევიზია”