moedani
0

დაბა ჩაქვში ახლი სპორტული მოედანი მოეწყო

მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაბა ჩაქვში ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედანი დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოედანი დეკორატიული ღობით შემოიფარგლა, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 94 136 ლარი დაიხარჯა. წყარო:”ქოულეთის მუნიციპალიტეტი”
avaria chaqvshi
0

6 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

6 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ორი მათგანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 4 დაშავებული კი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის. ავარია ჩაქვში გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, დარტყმის შედეგად ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თვითმხილველების თქმით, […]
batumiswyali2
0

წყლის ახალი რეზერვუარი ჩაქვში

ჩაქვში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში 950 კბმ წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა დასრულდა. რეზერვუარის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. რეზერვუარი ზღვის დონიდან 62 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული, რაც შემაღლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1200-მდე აბონენტის 24 საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. რეზერვუარი აღიჭურვა თანამედროვე წყლის […]
2
0

ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

რამდენიმე წუთის წინ, ჩაქვში ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. პირველადი ინფორმაციით,  მძღოლი და მგზავრები გადარჩნენ, მხოლოდ ერთი მგზავრი გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, იგი მსუბუქად დაშავდა . შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს და გზა გახსნილია. თვითმხილველების ინფორმაციით ავტომანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ. შსს პრესამსახურის ინფორმაციით ავარიის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, საქმე […]
chaisubani
0

ჩაისუბანში ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ქობულეთში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩაისუბანში ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. კონცელიძეები გვიან ღამით ახლობლებთან გაიყვანეს. სოფელ დაგვაში სახლთან ახლოს, ეზოში მიწის მასა ჩამოწვა. ამ ეტაპზე ოჯახს საფრთხე ემუქრება. პრობლემებია ქობულეთში შიდა სასოფლო გზებზე. რამდენიმე მონაკვეთზე ღამით მეწყერი ჩამოწვა. შეზღუდვებია ელექტრო მომარაგებაში. 6 სოფელს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემებია სასმელი წყლის მიწოდების კუთხითაც. სოფელ ციხისძირში მოსახლეობას წყალი არ […]