ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მასში საქართველოდან, სომხეთიდან აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 165 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. ფინალისტთა უმრავლესობა ქართველი სპორტსმენები გახდნენ. გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზატორობით და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ‘აჭარის ტელევიზია”
shuaxevi
0

„შუახევობისთვის“ გამგეობა ტენდერით თეთრ ცხვარს შეისყიდის

„შუახევობა – 2017“-ზე ჭიდაობაში გამარჯვებულს შუახევის გამგეობა საჩუქრად თეთრ ცხვარს გადასცემს. სიგელ-მედლებისა და თეთრი ცხვრის შესყიდვაზე შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 372 ლარია. შუახევის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ფრიდონ დავითაძის ინფორმაციით, „შუახევობა“ ყოველწლიურად შემოდგომაზე ტარდება, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში ეთნოგრაფიული გამოფენის პარალელურად სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ჭიდაობაში გამარჯვებულ ფალავანს კი […]
chidaoba
0

კენჭაძე და მაჭარაშვილი ჭიდაობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ახალაგზრდებს შორის, პირველ სათამაშო დღეს, ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა ( 97 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში, კენჭაძემ თურქ კუჩუკილდიმირს 1:4 სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. გივი მაჭარაშვილმა კი ასევე თურქ ჩიფჩი, დიდი ანგარიშით – 13:5 დაამარცხა და ისიც ფინალში იასპარეზებს. ამ წუთებში დაიწყება ნახევარფინალი, უკრაინელ […]