ბალახისგან გაუწმენდავია ტერიტორია პეტრას ციხეზე

პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორია სადაც დამთვალიერებლები მრავლად არიან ბალახისგან გაუწმენდავია. გაცელილი მხოლოდ შესასვლელი ბილიკია, რის გამოც ვიზიტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აქ აღმოჩენილ უძველეს ქვევრში დაგუბებული წვიმის წყალი კი დაჭაობების პირასაა. კულტურული მემკვიდრეობების დაცვის სააგენტოში მდგომარეობას ციხის რეაბილიტაციით ხსნიან და აცხადებენ, რომ დიდი ინტერესის გამო მნახველებს გამონაკლისის სახით უშვებენ თუმცა ძეგლი ოფიციალურად არ ფუნქციონირებს. “აჭარის ტელევიზია”

ცოტნე ანანიძე პატიმრებს ხვდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი, ცოტნე ანანიძე ბათუმის მე 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს ხვდება, ეს დეპუტატის რიგით მეორე შეხვედრაა მსჯავრდებულებთან. “აჭარის ტელევიზია”

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზენდიდის ციხესთან

ქედაში, ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცალფეხო ბილიკს, მოეწყო კიბეები. მიმდინარეობს მოაჯირეების მოწყობა და განათების მონტაჟი. ციხესთან მოეწყობა მოსასვენებელი ადგილიც. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 ათას 800 ლარია გამოყოფილი. ზენდიდის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ‘აჭარის ტელევიზია”
kavian
0

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტებისთვის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. დაგეგმილია მოსასვენებელი ადგილების, კიბეების და მოაჯირების მოწყობაც. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა 185 ათას ლარს დახარჯავს. წელსვე გამგეობა ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც მოაწყობს. “აჭარის ტელევიზია”
fdsc2
0

ვის უწევს სამარტოო საკანში პატიმრობის მოხდა

„პატიმარი ზუსტად სამი წელი და ერთი თვე სამარტოო საკანშია გამოკეტილი,“ – ამბობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრის, ნუგზარ თაბაგირის ადვოკატი – ირინა საღინაძე. კანონით სამარტოო საკანში პატიმრის ყოფნის მაქსიმალური ვადა 14 დღეა. ადვოკატის შეფასებით, სამარტოო საკანში ნუგზარ თაბაგარი სპეციალურად, მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოკეტეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა „გიორგი ოქროპირიძის საქმეში“. კითხვის ნიშნების მქონე მკვლელობაში […]
werili
0

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, რადგან ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა

„მიმდინარე წლის 20 ივლისს დავიწყე შიმშილობა, უკვე ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა,“ – წერს ბათუმის მესამე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული კახა მეცხვარიშვილი. პატიმრის თქმით, მას შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და აწუხებს ფიზიკური ტკივილები. სახალხო დამცველის გარდა, იგი დახმარებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სთხოვს. მსჯავრდებული წერს, რომ მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ასევე ფსიქიატრის, დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ნერვოლოგის და თერაპევტის […]
gonios cixe
0

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე […]
20170709_164119
0

პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება იგეგმება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით ასევე განიხილება ყოველწლიური ფესტივალის „არტ ფესტივალი პეტრა“-ს გამართვის იდეაც. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პეტრას ციხესიმაგრეს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ […]
cotne
0

დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე დღეს, 6 ივლისს, ბათუმის ციხეში პატიმრებს მოინახულებს. დღემდე პატიმრებმა არაერთხელ ითხოვეს ცოტნე ანანიძესთან შეხვედრა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ცოტნე ანანიძე იქ შესვლას ვერ ახერხებდნენ. „კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან,“ – გვწერდნენ ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები. ისინი აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ცოტნე ანანიძე ყოფილი […]