QEDA
0

ცვლილება ჯანდაცვის პროგრამებში

ქედის 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჯანდაცვის პროგრამებს ცვლილებები შეეხო. ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე 250 ლარიანი დახმარება გასულ წელს 70 ათას ქულამდე ოჯახებს გადაეცემოდა, მიმდინარე წელს კი 350 ლარი 100 ათას ქულამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ცვლილებაა მრავალშვილიანი დედების ფინანსური დახმარების პროგრამაშიც. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulo gamgeoba
0

ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში

იცვლება დანამატებისა და პრემიების გაცემის წესი. ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უკვე ამოქმედდა. ახალი კანონპროექტით პრემიები უქმდება და მას “ჯილდო” ანაცვლებს. კანონი ადგენს ანაზღაურების პირობებს და წესს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის დროს. ცვლილებებს ოპოზიციაში იწუნებენ და  ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების მატებაზე საუბრობენ. მმართველი […]
gamo
0

2018 წლისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებები შედის

2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა […]
batumi avto
0

ცვლილებები მუნიციპალური ტრანსპორტის საბილეთო სისტემაში

მუნიციპალური ტრანსპორტის საბილეთო სისტემაში სიახლეებია. სარგებლობიდან ამოღებულია ორი კატეგორიის ბილეთები, რომლებიც სამგზავრო პლასტიკური ბარათებით ჩანაცვლდა. ავტობუსის ბილეთები გარეთ აღარ გაიყიდება, ბილეთის შეძენა შესაძლებელია ავტობუსებში 80 თეთრად. მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომელთა მიღებაც მგზავრებს უფასოდ შეუძლიათ. პლასტიკური ბარათები კატეგორიების მიხედვით იყოფა: სტანდარტული ბარათი – BATUMI CARD, ასევე, შეღავათიანი ბარათი, რომლით სარგებლობა შეუძლიათ პენსიონერებს, პედაგოგებს, იძულებით […]

ცვლილება ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. 2 თვით ადრე, ბათუმის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი ქალაქის მთავრობას რეგიონის მთავრობამ გადასცა, ფული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა შემოსულობების ხარჯზეც, 200 ათასი ლარი კი ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაემატა. რაში დახარჯავს მერია ფულს? გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი […]
FB_IMG_1501505889996
0

ცვლილებები მიწათსარგებლობის ზოგადი ზონირების რუკაში

საკრებულოს სხდომაზე, ცვლილებები და დამატებები შევიდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების რუკის ნაწილში: • ლეონიძისა და გაგარინის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, იქცევა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად; • ლეონიძის ხახულისა და გაგრინის ქუჩებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთები რომლებიც არსებული მდგომარეობით წარმოადგენს სამრეწველო ზონას, შეიცვლება და იქცევა საზოგადოებრივ- საქმიან ზონად; • ლეონიძის, გაგარინისა […]

აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

აჭარის უმაღლესი საბჭო მოწვევიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ანგარიშს სტუდენტებიც მოისმენენ.უმაღლესი საბჭოს 7 თვიანი მუშაობის პრეზენტაციას რეგიონში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დაესწრებიან, ისინი რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში წევრები არ ჰყვათ. აცხადებენ, რომ პრეზენტაციაზე არ მიუწვევიათ. […]

აჭარის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში შესაძლოა ცვლილება შევიდეს

  აჭარის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში შესაძლოა  ცვლილება შევიდეს. საკითხი დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი ზურაბ პატარაძის მიერაა ინიცირებული და ცვლილება განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებით. აღნიშნული კანონის ძალაში შესვლით აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები რიგ სხვა კანონმდებლობაშიც. ინიციატივას კომისიებში განიხილავენ. “აჭარის ტელევიზია”