shssss
0

სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. […]