war stu
0

ფრიდონ ფუტკარაძემ წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა

შუახევის მერიაში 2017 წლის წარმატებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  ერთჯერადი ფულადი ჯილდო მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ 20 წარმატებულ, სოციალურად დაუცველ სტუდენტს გადასცა და დამდები შობა ახალი- წელი მიულოცა.  ფრიდონ ფუტკარაძემ ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში თანადგომა აღუთქვა და ქვეყნის სასიკეთოდ ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბება უსურვა.  დაჯილდოების ცერემონიალს მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის […]
DAAA
0

აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარაში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა. ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები. სხვადასხვა ნომონაციაში დაჯილდოვდა […]
mas
0

ფრიდონ ფუტკარაძემ ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე მიულოცა

მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ზაირა სანიკიძის 80 წლისა და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრო. ფრიდონ ფუტკარაძემ პედაგოგს იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა და მოგილოცოთ დაბადების 80 და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის იუბილე. შეუფასებელია ის ღვაწლი, რაც თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე გაწიეთ. თქვენს ხელში […]
jil
0

ღვაწლმოსილ პედაგოგს ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა

ქ. ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცესი ქალბატონი 1917 წლის 5 ნოემბერს დაიბადა. პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ქ. ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ქალბატონ ქსენიას ჰყავს 2 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი. უხუცესს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის […]
aj
0

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. „ჩვენ, ერთად, მძიმე ზაფხული გამოვიარეთ, რომლის ფონზეც კიდევ უფრო გამოიკვეთა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება. სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი… და ამ 2000-ზე მეტმა […]
varskvlaviis gaxsna
0

ვარსკვლავის გახსნა და საპატიო ბათუმელების დაჯილდოვება

დღეს ექვს საათზე საზაფხულო თეატრის წინ ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბალს ვარსკვლავს გაუხსნიან. დღესვე ბათუმის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები დასახელდებიან და დაჯილდოვდებიან. თუმცა ვინ იქნებიან ისინი ამ დრომდე უცნობია “აჭარის ტელევიზია”
DAJ
0

შსს: ზღვაზე მაშველებმა წელს საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, ბათუმში, 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. შსს-ს მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი […]

სპორტსმენების დაჯილდოვება

სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვება. ხულოში 29 წარმატებული სპორტსმენი და 12 მწვრთნელი გამგეობისგან ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა. საქართველოს და ევროპის ჩემპიონების დაჯილდოებისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 10 ათას 980 ლარი დაიხარჯა. სპეციალურად ამ დღისათვის გამგეობამ ცნობილი მომღერლები დედაქალაქიდან მოიწვია. მათ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კონცერტი გამართეს. “აჭარის ტელევიზია”
zurab
0

ზურაბპატარაძემ აჭარის სამთო გიდებს სერტიფიკატები გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სამთო გიდებს სერთიფიკატები ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცა. 60-მა ადგილობრივმა გიდმა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარა. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იყოს მოწადინებული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. მე პირადად ვარ გიდი, რადგან ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენი […]
1461777703_gamocdebii
0

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 700-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 700-ზე მეტმა პედაგოგმა გააკეთა განაცხადი. კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ათი საუკეთესო კანდიდატის შერჩევას და მათ ინტერვიურებას, რომელიც პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება. მესამე ეტაპზე კი 5 საუკეთესო ფინალისტი შეირჩევა, ხოლო აქედან ერთი მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდოთი ის პედაგოგები დაჯილდოვდებიან, ვინც კრეატიულობით, განსხვავებული, […]
aaaaa
0

მაღალმთიან აჭარაში 112 მოსწავლეს მედალი გადაეცა

მაღალმთიან აჭარაში 112 მოსწავლეს მედალი გადაეცა. „აიპრესს“მონაცემები მუნიციპალიტეტების რესურსცენტრის უფროსებმა მიაწოდეს. ხულოში 2015-2016 სასწავლო წლის 11 ვერცხლის ხოლო 37 ოქროს მედალი გადაეცათ. შედარებით ცოტაა ქედის მუნიციპალიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების რაოდენობა. დურმიშხან შავლიშვილის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში 10 ოქროს ხოლო 2 ვერცხლის მედალოსანია. შუახევის რესურსცენტრის უფროსის ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით შუახევში სულ 52 მოსწავლე დაჯილდოვდა, 16 ოქროს ხოლო […]