biuuu
0

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარადგინეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საერთო ჯამში 153,774,000 ლარს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა […]
shehsa
0

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტში  შეტანილი კორექტირების  საფუძველზე, ქედის მერია 20 000 ლარად 600 კუბურმეტრ შეშის შესყიდვას აპირებს. მერია შეშად შეისყიდის მაღალი ძაბვის, 220 კვ-იანი  ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დროს  ქედის ტერიტორიაზე გაჩეხილ და დასაწყობებულ მერქანს. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის განმარტებით, მერიის მიერ შესყიდული შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და საბავშვო ბაღებს გადაეცემა. თუ […]
xulos gamgeoba
0

ბიუჯეტის პროექტი ხულოს მერიას გადაეცა

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გაცნობა ახალი მოწვევის საკრებულომ დაასრულა და რეკომენდაციებით ხულოს მერიას გადაუგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, რეკომენდაციები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება. დეპუტატები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თანხების თანაბრად გადანაწილებას ითხოვენ. აღმასრულებელმა ორგანომ ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. მომავალი წლის პრიორიტეტებშია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, ასევე კურორტ “ბეშუმში” სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია […]