SHUSHXUEB
0

აჭარაში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა

ღამის განმავლობაში, პიროტექნიკით დაშავებულმა 10-მდე პაციენტმა  დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრს მიმართა. 5-დან 10 წლამდე ბავშვებს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდათ.   პედიატრის ინფორმაციით, მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და  ბინაზე  გაწერეს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 28 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით დაშავებული გუშინ მძიმე მდგომარეობით, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.  დაშავებულს სხეულის 90%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა. დამწვრობის ცენტრში ამბობენ, რომ დამწვრობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო, რის გამო პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზი […]

ჩაისუბანში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ამ დრომდე ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრში რჩება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი მოინახულეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში წუხელ მოხდა. ნგრევის შედეგად ბავშვთან ერთად დედა და დეიდა დაზარალდა. ქალბატონებს სამედიცინო დახმარება ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გაეწიათ, პაციენტებმა კლინიკა […]
Suaxevi
0

ზურაბ პატარაძემ ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა

3 Photos · Updated 21 minutes ago აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ისინი შუახევის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
avaria
0

თურქეთში ავტოავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

თურქეთში ორი დღის წინ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამ ეტაპზე თურქეთში ავარიისას დაშავებული 5 პაციენტი რჩება. ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია მძღოლის მდგომარეობაც, თუმცა როდის დაბრუნდება ის საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს უკვე გამოძიების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. თურქეთში, გირესუნის გუბერნიაში ავარია ორი დღის წინ მოხდა, შემთხვევის […]
deda
0

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი საქართველოში არიან

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი უკვე საქართველოში არიან. მათ სარფში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია თუმცა შემდგომი კვლევებისთვის მათ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თურქეთში 5 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. “აჭარის ტელევიზია
ava
0

ავარია ბათუმსა და მახუნცეთში

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მახუნცეთშიც მოხდა. შსს ინფორმაციით, ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამოწმებს. „ერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში, გამოძიება […]

საბავშვო ანსამბლი თურქეთში ავარიაში მოყვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში, გასტროლზე მიმავალი ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ “ლამპრების” წევრები დაშავდნენ. ავარია გირესუნის გუბერნიასთან დილით მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში. საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე მიემგზავრებიან. მათი ინფორმაციით, მოზარდები სამედიცინო კლინიკაში მოათავსეს. ანსამბლის წევრების ნაწილს დღესვე გადმოიყვანენ საქართველოში. “აჭარის ტელევიზია”
referaluri
0

დაშავებული ქვეითი რეანიმაციაში რჩება

არასრულწლოვან ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. 16 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ქობულეთიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს, სადაც მას ოპერაცია და გამოკვლევები ჩაუტარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, პაციენტი კონტაქტური იყო და ქალაქ ტვინის დახურული ტრვმით ქალაქის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, […]
12
0

კანონდამრღვევი ქვეითები – გადაადგილება აკრძალულ ადგილებზე

კიდევ ერთი შემთხვევა და დაშავებული მოზარდი. ქობულეთში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. ქალა-ტვინის ტრავმით მოზარდი თბილისშია გადაყვანილი. ბოლო პერიოდში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების, განსაკუთრებით კი დაშავებული ქვეითების გაზრდილი რაოდენობის შესახებ “მთავარში” არაერთხელ ვისაუბრეთ. შემთხვევები დაფიქსირდა ზებრაგადასასვლელებზე, ასევე აკრძალულ ზონებში. გიორგი წეროძე დაინტერესდა, რას აკეთებს, ან რას უნდა აკეთებდეს საპატრულო პოლიცია მაშინ, როდესაც ქვეითი მოძრაობის წესებს არღვევს. “აჭარის ტელევიზია”