chaxuteba
0

დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა!

21 იანვარს ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩახუტების საერთაშორისო დღის დამაარსებელია კევინ ზაბორნი. ეს დღე პირველად 1986 წლის 21 იანვარს, ამერიკის შტატ მიჩიგანში აღინიშნა და ძალიან მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. საერთაშორისო ჩახუტების დღის მთავარი იდეა ის არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად გამოხატონ გრძნობები ოჯახის, მეგობრების, ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანების მიმართ. საქართველო ჩახუტების საერთაშორისო დღეს უკვე რამდენიმე […]
tenk you
0

დღეს მადლობის საერთაშორისო დღეა

დღეს მადლობის საერთაშორისო დღეა- ის ყოველწლიურად 11 იანვარს აღინიშნება. პირველად ბეჭდური სახით სიტყვა „მადლობა“ 1586 წელს პარიზში გამოცემულ ლექსიკონ–სასაუბროში მოხვდა. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს მადლობის გადახდა ავიწყდებათ. აუცილებელია მადლიერება გულწრფელად გამოვხატოთ, რაც თქვენს ცხოვრებას გაცილებით უკეთესსა და ბედნიერს გახდის. სიტყვა მადლობის ისტორია და წარმომავლობა უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეს დღე რამდენიმე მისალოცი ბარათის შექმნის შემდეგ დაწესდა. მისალოცი […]
011
0

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1 დეკემბერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შიდსის მსოფლიო დღედ 1987 წელს გამოაცხადა. გაეროს შიდსის პროგრამის მიერ, შიდსის მსოფლიო დღისათვის, 2016 წელს ახალი კამპანია “ვემხრობი! შიდსის დამარცხებას” (Hands Up For! #HIV) დაიწყო. მისი მიზანი აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირება და დაავადების დამარცხებისთვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის მონაცემებით, […]
24
0

გოჩა მელაძე მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოებს გაეცნო

ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო დღე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონახულებით დაიწყო. გოჩა მელაძემ მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოები პირველ მოადგილესთან ლაშა ბოლქვაძესთან ერთად მოინახულა. მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მაგისტრალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი ადგილზე დაათვალიერეს. სამუშაოები დაასრულების ფაზაშია და ამ ეტაპზე მილსადენის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ “ბაბანური-ხულოს წყალსადენის” გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა […]
qali ofelsi
0

დღეს სოფელში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

დღეს სოფელში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა (International Day of Rural Women), რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. ეს დღე შეახსენებს საზოგადოებრიობას, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და რამდენად არის მათგან დავალებული მთელი მსოფლიო. ამ დღის თარიღად 15 ოქტომბრის დაწესების იდეა გაერო-ს ქალთა მე-4 კონფერენციაზე  გაჩნდა, რომელიც 1995 წელს პეკინში გაიმართა. სოფელში მცხოვრები ქალები დედამიწის მოსახლეობის მეოთხედზე […]
mas dge qedashi
0

ქედაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქედის კულტურის ცენტრში, დღეს გამგეობის პროგრამის ფარგლებში და რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პედაგოგებს პროფესიული დღე აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დურმიშხან შავიშვილმა მიულოცეს. ღონისძიება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების: ,,ელესა“-ს ,,ბეთლემი“-სა და ,,იაგუნდი“-ის გარდა, გალა კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ […]
gulis dge
0

ბათუმში გულის მსოფლიო დღე ველო მარათონით აღინიშნა

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ველო მარათონი მოეწყო. ველოსიპედისტების მარშმა სტარტი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და ანბანის კოშკთან დასრულდა. მარათონი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. მსვლელობაში ჩართული იყვნენე, როგორც პროფესიონალი, ასვე მოყვარული ველოსიპედისტები. ღონისძიება საქართველოს გულის ფონდის #GeorgianHeartFoundation, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე #criticalmassbatumi-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა. მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველო. წყარო:”აჭარის […]
mas dge
0

ხულოს მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა პროფესიული დღე აღნიშნეს

ხულოს მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა პროფესიული დღე აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ისუფ ზოიძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც პედაგოგები იყვნენ მიწვეული. მსგავსი ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. მასწავლებლებს პროფესიული დღე ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ მიულოცა. […]
soxumis dacema
0

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთის ვეტერანთა კაშირის წარმომადგენლები. თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს, […]
romaeli kaci
0

“რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში”

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის ციხეში, ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე ’’ გაიმართა. ეს ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა პირველად და ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმოდგენილი იყო რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი, ჯარისკაცის ცხოვრებასთან , საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები და რომაული კერამიკული ნაწარმი. მოეწყო სანახაობა ,,გლადიატორების ორთაბრძოლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა […]
dakar.dg
0

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამინების საერთაშორისო დღეა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ღონისძიება ბათუმში ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი საპატივცემულოდ […]
te
0

ზაფხულის ბოლოს ყველაზე ცხელი დღე 21 აგვისტოს იქნება

საქართველოს ტერიტორიაზე ცხელი ჰაერის მასების, უფრო ინტენსიური გავრცელების გამო, 21 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და იქნება – სანაპირო კურორტებზე +30, +35, დასავლეთის დაბლობში +34, +39, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი. აგვისტოს ბოლო დღეები უმეტესად ცხელი და მზიანი იქნება, თუმცა ტემპერატურა +40 გრადუსამდე აღარ მოიმატებს. “აჭარის […]

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში რიგი ღონისძიებებით აღნიშნეს 6 მაისი პარკში უკვე მოეწყო მძლეოსნური გარბენი, ასევე გამომგონებელთა კლუბის მიერ  ძრავიანი თვითმფრინავების მოდელების გამოფენა და ავიაშოუ. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.      ახალგაზრდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  მახუნცეთშიც გაიმართა. ,,დაუვიწყარი საღამო” – ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც გამგეობის […]