უსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს ზეიმობს

მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან ბაირამის, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან ბაირამის ლოცვა 08:00 საათზე აღავლინეს. ბათუმის ორთა ჯამეში მორწმუნეები დილიდან შეიკრიბნენ.  დღესასწაული  იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის – ისმაილის მსხვერპლად მიტანას ეძღვნება. ამიტომაც დღევანდელ დღეს  მრევლი ალლაჰს მსხვერპლს სწირავს. ყურბანი სამად ნაწილდება. ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენილი კი მეზობლებს, ახლო ნათესავებსა და ღარიბებს გადაეცემათ. „ყურბან-ბაირამი“ ისლამურ სამყაროში უდიდესი დღესასწაულია. იგი […]

სახალხო დღესასწაულზე ადგილობრივი შემსრულებლები განაწყენდნენ

რატომ გადაიფიქრა ქობულეთის გამგეობამ დაგვის სახალხო ზეიმის დაფინანსება? ადგილობრივები მიზეზად იმ წერილს ასახელებენ, რომლითაც პრემიერს მიმართეს და სოფლის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ითხოვეს. ეს წერილი საბოლოოდ ქობულეთის გამგეობაში მოხვდა, სწორედ ამიტომ დაგვაში  მცხოვრები მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გამგეობამ დაფინანსება განაწყენების ნიადაგზე შეწყვიტა. რა გახდა ამის მიზეზი – ამას გამგეობაში არ გვიკონკრეტებენ. ეს ღონისძიება უკვე მეთერთმეტე წელია ტრადიციულად მარიამობის დღესასწაულზე იმართება, […]
QEDA
0

სახალხო დღესასწაული “შემოდგომა ქედაში” 9 ათას 984 ლარი ჯდება

ქედაში ეკონომიებიდან დარჩენილი 1562 ლარი ტრადიციულ დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ დაუმატეს რამაც საერთო ჯამში 9 ათას 984 ლარი შეადგინა. საკითხი დღეს ქედის საკრებულო სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე დღის წესრიგით სულ ცხრა საკითხი იყო. სხდომის მსვლელობისას დარბაზი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ვაჟა ბოლქვაძემ დატოვა. ბოლქვაძე სხდომის დატოვების მიზეზად თავისი შენიშვნების გაუთვალისწინებლობას ასახელებს. დებუტატებმა საარჩევნო პლაკატების გაკვრისა […]
kolxoba
0

კოლხობა 2017

აჭარაში  სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2017” აღინიშნა. კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ და მასში მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები. სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები. კოლხობის დღესასწალი ლაზებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად მიულოცა. […]
zesofeli
0

ზესოფლობა” ადგილობრივებმა ტრადიციად აქციეს

2013 წლის 1 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში სახალხო დღესასწაულს ,,ზესოფლობას” ჩაეყარა საფუძველი. იდეა წმიდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრისას დაიბადა და მისი ავტორი სქემარქიმანდრიტი, ზესოფლის მკვიდრი სისო (ბერიძე) გახლდათ. დღეს სოფელში, სერაფიმ საროველის ხსნების დღეს, ,,ზესოფლობა” სიმბოლურად მეხუთედ აღინიშნა. ახლადაშენებულ ტაძარში საზეიმო წირვა სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის […]
selimoba
0

“სელიმობა”

ღონისძიება სხალთაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო. აქ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ქართული სიტყვისა და ხელოვნების ოსტატები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. სტუმრებმა მუზეუმში გამოფენილი ყველა ექსპონატი და ფოტო გულისყურით დაათვალიერეს. სტუმრები სხალთის ეკლესიასაც ეწვივნენ. ამის შემდეგ კი „სელიმობის“ მონაწილეებმა სერიყანაში დიდი მამულიშვილის თავკვეთის ადგილას გადაინაცვლეს. […]
batumobaa
0

“ბათუმობის” სცენარი მერიამ უკონკურსოდ, ერთ პირთან მოლაპარაკებით შეარჩია

2017 წლის „ბათუმობის“ დღესასწაულის ბიუჯეტი 87 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბათუმობაზე“ წელს 384 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. როგორც ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს, 28 ივნისის გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „ბათუმობის“ სცენარი კონკურსის გარეშე, კომისიამ შეარჩია. ალექსანდრე მითაიშვილის თქმით, კომისია იმიტომ იქმნება რომ […]
kobuleti
0

“ქობულეთობის” დღესასწაულისთვის 30 000 ლარი დაიხარჯება

30 ათასი ლარი დაიხარჯება ,,ქობულეთობის” დღესასწაულისთვის.  თანხის ნაწილი კი ბანკეტს მოხმარდება, აცხადებენ ოპოზიციაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ თანხის 90% დაიხარჯება სუფრისთვის. ბონდო თედორაძის თქმით, დღესასწაულისთვის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს თანხის შეგროვებასაც სთხოვს, რასაც უარყოფენ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები. კონკრეტულად რამდენი დაიხარჯება სახალხო დღესასწაულისთვის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურში  ვერ გვეუბნებიან. თუმცა  ნათია […]