ქართული ქაფშია ევროპის ბაზარზე გავა

საქართველო  მესამე ქვეყნების ჩამონათვალში ჩაისვა, საიდანაც თევზპროდუქტების იმპორტი  დაიშვა. გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2 წელიწადი ელოდა, 16 ივნისს, ბრიუსელში მიიღეს. შეთანხმება საქართველოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას ავალდებულებს. მზადების რა პროცესი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ბაზარზე ახალი შესაძლებლობებით სარგებლობით ნებართვის მიღებამდე და როგორ აფასებენ ქართული ქაფშიის ევროპულ ბაზარზე რეალიზების შესაძლებლობას  გარემოსდამცველები, ნახეთ სიუჟეტში. TV 25

ბათუმის ”დინამო” დღეს პოლონეთის ”იაგელონიას” დაუპირისპირდება

ბათუმის “დინამო” დღეს  პოლონეთის “იაგელონიას” შეხვდება. თამაში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  20:00 საათზე დაიწყება. ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრებმა შეკრება უკვე დაიწყეს. უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რანგით მეორე ტურნირია. თამაშის უფლება “დინამო ბათუმმა” გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. საკლუბო ტურნირი ორ მატჩიანია საპასუხო შეხვედრას დინამო ბათუმი 6 ივლისს პოლონეთში გამართავს. “აჭარის ტელევიზია”

ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს მასპინძლობს

ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს მასპინძლობს. კონგრესის თემაა „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში“. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარემ, ზაზა თავაძემ გახსნა. კონგრესის წევრებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარალემნტის თავმჯდომარემ, აჭარის მთავრობის თავდმჯომარემ, ასევე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. “აჭარის ტელევიზია”