ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდების, ზოგადი უნარების პასუხები ცნობილია. საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, შემფასებლებმა გაითვალისწინეს, რომ გამოცდის მესამე ვარიანტი იყო რთული, შესაბამისად ამ აბიტურიენტებისთვის ბარიერი 24-ის ნაცვლად 21 არის. როგორც ცნობილია 80, ანუ მაქსიმალური არ დაწერილა, თუმცა 8 აპლიკანტმა მიიღო 79 ქულა. 5 აგვისტომდე, ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა გამოცდების შედეგებიც. “აჭარის ტელევიზია”
romani-cr-739×428
0

“გამოცდაზე მხოლოდ მე ვიყავი” – ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთისთვის

ხულოში მცხოვრები რომან თავართქილაძე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე აბარებს, მას დამატებითი საგანი ფიზიკა ქონდა არჩეული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხულოს საგამოცდო ცენტრში მხოლოდ ის აბარებდა ამ საგანს. როგორც რომანი ” აიპრესთან” აღნიშნავს, გამოცდა საკმაოდ რთული მოეჩვენა, თუმცა ბარიერის გადალახვის იმედი მაინც აქვს, იგი საუბარში გულდაწყვეტით აღნიშნავს, ფიზიკას გამოცდაზე მხოლოდ თვითონ აბარებდა და ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ […]
centr
0

ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდა დილიდან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რეგისტრირებული 13 აბიტურიენტიდან რეგისტრაცია ყველამ გაიარა. აპლიკანტები გამოცდას სამოქალაქო განათლებაში აბარებენ რისთვისაც დრო სამი საათი და ათი წუთი აქვთ. ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდა მხოლოდ დილის სესია მიმდინარეობს. ხვალ აბიტურიენტები სტუდენტის სტატუსისა თვის ბრძოლას ფიზიკაში განაგრძობენ. ხულოს საგამოცდო ცენტრში პიზიკაში მხოლოდ ერთი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო […]

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა

ხულოს საგამოცდო ცენტრში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს პედაგოგთა გამოცდები. ისინი დღეს გამოცდას ერთდროულად 4 საგანში ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში აბარებენ. რეგისტრირებული 87 აპლიკანტიდან 65 გამოცხადდა. “აჭარის ტელევიზია”
peda
0

პედაგოგების 28 პროცენტი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე არ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგების 28 პროცენტი არ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები სავალდებულო აღარ არის, პედაგოგების ნაწილი, რეგისტრაციის მიუხედავად გამოცდაზე არ ცხადდება. „აქამდე, დაწყებითი საფეხურის, ფიზიკის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება, სხვა საგნების პედაგოგთა გამოცდები გრძელდება. საერთო ჯამში 28 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯერ […]
gamocdebi
0

ხულოს საგამოცდო ცენტრში 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ხულოს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დილიდან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აბიტურიენეტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ, რისთვისაც დრო 2 საათი და 40 წუთი აქვთ. ხულოს საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის, დათო კუპატაძის ინფორმაციით, რეგისტრირებული 130 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 125 გამოცხადდა. აპლიკანტებს შემდეგი გამოცდა 18 ივლისს ბიოლოგიაში აქვთ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია, თუმცა მათი […]
gamocdebi
0

ხულოს საგამოცდო ცენტრში უცხო ენის გამოცდამ მშვიდ გარემოში ჩაიარა

რეგისტრირებული 106 აბიტურიენტიდან ორი არ გამოცხადდა, ასევე დაფიქსირდა ერთი დაგვიანების შემთხვევაც. აპლიკანტებს უცხო ენის გამოცდის ჩასაბარებლად დრო ორი საათი და ორმოცი წუთი ქონდათ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია თუმცა მათი საჭიროება არ გამხდარა. ” ipress.ge”
gamocda
0

აბიტურიენტები დღეს გამოცდას უცხო ენაში აბარებენ

დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. ბათუმის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 903 აპლიკანტს შორის 39 არ გამოცხადდა. 4 მათგანი ტესტირებას დაგვიანების გამო ვერ დაესწრო. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია, თუმცა აბუტურიენტთა უმრავლესობამ საგამოცდო სექტორები დროზე ადრე დატოვა. მათი თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო. პირველ სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას რუსულ ენასა და ინგლისურში აბარებენ. “აჭარის ტელევიზია”
etliiii
0

არაადაპტირებული გარემო ერთიან ეროვნულ გამოცდაზე

ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამ პრობლემის შესახებ იციან და არაადაპტირებული სივრცის მიზეზი ძველი შენობებია. წელს უნივერსიტეტი რემონტს გეგმავს, რის შედეგადაც სასწავლო გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული გახდება. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცდების დასრულების შემდეგ რემონტი დაიწყება, რის შედეგადაც უნივერსიტეტში დამონტაჟდება პანორამული ლიფტები. „რადგან ძველ შენობებს ეს […]
gamocdebi
0

ხულოს საგამოცდო ცენტრში ორი აპლიკანტი არ გამოცხადდა

ხულოს საგამოცდო ცენტრში, გამოცდების მეორე დღეა და ტრადიციულად რეგისტრაცია 08:00 საათიდან დაიწყო. რეგისტრირებული 120 აბიტურიენტიდან 118 აბიტურიენტი გამოცხადდა.გამოცდები პირველი ნაკადისთვის 14:00 საათზე დასრულდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი საჭიროება ამდრომდე არმომხდარა.აბიტურიენტებს სდუდენტის სტატუსისათვის ბრძოლა ამის შემდეგ უკვე ზოგად იუნარებში მოუწევთ. “ipress.ge”