diabeti
0

28-29 ოქტომბერს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უფასოდ გამოიკვლევენ

,,ენმედიცის“ ბათუმის კლინიკაში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის საქველმოქმედო აქცია 28-29 ოქტომბერს გაიმართება. აქციის ფარგლებში პაციენტები, უფასოდ, სხვადასხვა პროფილის ექიმის  – ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, გასტროენტეროლოგისა და თერაპევტის კონსულტაციებს მიიღებენ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში უფასოდ მიიღებენ დანიშნულების შესაბამის მედიკამენტებს და გლუკომეტრს,  უსასყიდლოდ მოემსახურებათ ლაბორატორიაც და გლუკოზას განუსაზღვრავს პერიფერიულ სისხლში; მომსახურებაში შედის მუცლის ღრუს ექოსკოპია. აქცია ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მისამართი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის […]
gamo
0

უფასო სამედიცინო აქცია აჭარისწყლის ამბულატორიაში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი გაეცნენ. უფასო კონსულტაციები და კვლევები ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა ჩაატარეს. მოსახლეობას შეეძლო მიეღო – ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. ჩატარდა ექოსკოპიური და […]

უფასო გამოკვლევები

22 ივლისს, შაბათს ქობულეთის მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ჩაუტარდება. მსურველებს შეეძლებათ ჩაიტარონ ლაბორატორიული გამოკვლევები, მკერდის, გულისა და მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები. განსაზღვრონ სისხლში გლუკოზის შემცველობა და ჩ ჰეპატიტის ვირუსი. გამოკვლევებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის, როგორც ქართველი მედიკოსები ასევე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. “აჭარის ტელევიზია”

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

ხულოსა და შუახევის შემდეგ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქედაში გაგრძელდა. დღის განმავლობაში მერისის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ენდოკრინოლოგიური და ექოსკოპიური მომსახურებით ესარგებლა. კონსულტაციები თერაპევტმა, ნევროლოგმა, ტრავმატოლოგმა და ქირურგმა ჩაატარეს. უფასო გამოკვლევების აქცია აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის ორგანიზებით გაიმართა. “აჭარის ტელევიზია”~
jandacva
0

უფასო სამედიცინო გამოკვლევები სოფელ მერისში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე და ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარეთან – დავით დუმბაძესთან და ამირან ცინცაძესთან ერთად, სოფელ მერისში, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს დაესწრნენ. მორიგი აქცია, ამჯერადაც, […]

უფასო გამოკვლევები

ხვალ ხულოში, სოფელ სხალთაში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება. ანალოგიური აქცია 16 ივლისს სოფელ ჭვანაშიც გაიმართება. ‘აჭარის ტელევიზია”

c ჰეპატიტზე მოსახლეოობის უფასო ტესტირება გრძელდება

საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრი  c ჰეპატიტზე  მოსახლეოობის უფასო ტესტირებას განაგრძობს. გამოკვლევები ამ წუთებში ე.წ „ ხოფის ბაზრობასა“  და ქობულეთის შ.პ.ს  „აჭარა ტესტილში“ მიმდინარობს.  პროგრამის მიზანი აქტიური ინფექციის მატარებელი პირების გამოვლენის გაზრდა და მკურნალობის პროგრამაში მათი დროული ჩართვაა. აქცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. “ტვ 25”