ele
0

ხულოში 50 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში, სოფელ კალოთაში მცხოვრები 50 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. სოფელში შუქი თოვლის მოსვლასთან ერთად წავიდა, ამ დროისთვის კალოტაში თოვლის საფარი 35 სმ აღწევს. “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და სოფელს ელექტროენერგიის მიეწოდება რამდენიმე საათში აღუდგება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
uba
0

ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მისცა ხმა

ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მისცა ხმა ინფორმაციას  “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” წარმომადგენელი ავრცელებს. ლადო ბოჟაძის ინფორმაციით, უბანზე საჩივარი უკვე დაიწერა. ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე, აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
bagiii
0

ბათუმში 1 257 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სწავლა 18 სექტემბერს განახლდება.  საბავშვო ბაღების გარეშე წელს 1257 ბავშვი დარჩა. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში 402 ადგილია ვაკანტური, თუმცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის  გამო, მშობლებს ბავშვები ვერ შეჰყავთ. „ჩვენ, ბავშვებს ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ბაღების მიხედვით ვრიცხავთ. არის სიტუაციები, როცა ვთქვათ ხელვაჩაურის მაცხოვრებელი ბათუმში მუშაობს […]
mshe
0

მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა

დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე. მერიის ზედამხედველობის […]

ტურისტული ობიექტები ბანერების გარეშე

ტურისტული ობიექტები აბრების გარეშე. ქედაში, სოფლებისა და უბნების მიმართულების აღმნიშვნელი ბანერების განთავსებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებულია ძეგლების საინფორმაციო დაფებიც. აღმოჩნდა, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკვე ამზადებს 15 ბანერს. “აჭარის ტელევიზია”