xulos gza
0

მოლაპარაკებები კომპენსაციების მისაღებად

ხულო – ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის რეაბილიტაციისას გზასთან ახლოს მცხოვრები ოჯახები კომპენსაციას იღებენ. საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით,  მესაკუთრეებისთვის გაცემული თანხა ამ ეტაპზე 2  მილიონ ნახევარს ლარია. ოჯახებთან, რომელთაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვთ, მათთან მოლაპარაკებები გრძელდება. ხულო – ზარზმის გზის მშენებლობისთვის კომპენსაცია სულ 354 ოჯახზე გაიცემა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulo gtza
0

ხულოში საავტომობილო გზაზე მიწა ჩამოიშალა

ხულოში, სოფელ პანტნარსა და საციხურს შორის საავტომობილო გზაზე მიწა ჩამოიშალა. მეწყერმა გზა ჩაკეტა. ადგილობრივების ინფორმაციით სოფელი პანტნარი გარე სამყაროს მოწყვეტილია. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

დაზიანებული გზა

ქობულეთი – ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ნაწილი დაზიანებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების საფრთხეზე საუბრობენ ავტომობილის მძღოლები, მათი თქმით გზა თითქმის რვა თვეა დაზიანებულია, რაც ავარიის რისკს ზრდის. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ სავალი ნაწილი დაახლოებით 2 კვირის წინ სტიქიის გამო დაზიანდა და მისი რეაბილიტაცია მომავალ კვირიდან დაიწყება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
shemovliti gza
0

ზურაბ პატარაძემ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ზურაბ პატარაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საკანონმდებლო უწყების წარმომადგენლები გაეცნენ. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე – 18 კილომეტრიანი მონაკვეთი […]
qedlebi
0

​ქაქუთის სკოლასთან მისასვლელი გზა დატბორა

ქაქუთის სკოლასთან ინტენსიური წვიმის შედეგად წყლის არხი გადაივსო და სკოლასთან მისასვლელი გზა წყლით დაფარა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტს სწავლის პროცესი არ ჩაუშლია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა ბავშვების სკოლაში მისვლის შემდეგ დაიწყო. ამიტომ, წვიმასა და წყლის ნაკადს ბავშვებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. “ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია, წყლის ნაკადმა წვიმის გადაღებასთან ერთად იკლო. შესაბამისად სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა […]
gadak gza
0

„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. „ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა გზა რომ […]

მეწყრისგან დაზიანებული გზა ქედაში

მერისის თემში, სოფელ გუნდაურში მცხოვრები ოჯახები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. აქ ბოლოს მეწყერი მაისში ჩამოწვა, მაშინ საგზაო დეპარტამენტმა გზა გაწმინდა, თუმცა მიწის მასის გამო სავალი ნაწილი შევიწროვებულია და ადგილობრივებს ავტომანქანებით გადაადგილება უჭირთ. გარდა ამისა, ამ მონაკვეთზე ქვათაცვენაც ხშირად ფიქსირდება, ასევე ერთ-ერთი ოჯახი, ამბობს რომ მეწყერი ხშირად საცხოვრებელ სახლთან ვითარდება და რაც მათ საფრთხე უქმნის. რა პასუხი აქვთ საგზაო დეპარტამენტსა და გამგეობაში?  “აჭარის […]

დაგვიანდა თუ არა გზის რეაბილიტაცია?

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება რომ, კურორტ ბეშუმში  შიდა გზის კეთილმოწყობა ინდმეწარმემ განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა, გამგეობამ  კი კომპანია არ დააჯარიმა. ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ხულოს გამგეობაში. ლაშა ბოლქვაძის განცხადებით,  ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა მშენებარე კომპანიას 5 სექტემბრამდე აქვს, სამუშაოები კი მისი თქმით,  შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით შეჩერდა. ბეშუმის კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 300 […]

2012 წელს რეგისტრირებული საკუთრება სადავოა

გზა, რომლის მშენებლობაც არ დაიწყება, თუ სახელმწიფო მიწების გამოსყიდვის მიზნით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს არ დაასრულებს. საუბარია ხულო – ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, რომლის მშენებლობისთვისაც, 50-მდე ოჯახს უკვე გადაუხადეს დაახლოებით მილიონნახევარი ლარი. ჯამში კომპენსაცია უნდა გაიცეს 600-მდე მიწის ნაკვეთის მეპატრონეზე. არიან ისეთები, რომლებსაც ტერიტორიები დარეგისტრირებული აქვთ, თუმცა გასხვისების და კომპენსაციის მიღების უფლების მოსაპოვებლად საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ, რაც დამატებით […]
gza
0

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება

ხულო-ზარზმა, გოდერძი-ბეშუმი, ეს ორი გზა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია, გზის მშენებლობა ჩავთვალოთ რომ უკვე დაპროექტებულია”-  ამის შესახებ ზურაბ ალავიძემ ხულოში განაცხადა. ალავიძემ ყურადღება გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბ ალავიძის თქმით ამ ეტაპზე კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს რომელიც სექტემბერში დასრულდება. რეგიონული განვითარების მინისტრის თქმის გზის ხულო-ზარზმის მშენებლობა ორ წელიწადს გაგრზელდება. “გზა ხულო-ზარზმა კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს ეს […]

სახიფათო გზა

საგზაო ნიშნების სიმცირე და გახშირებული ავარიები ქედაში. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, მოქალაქეები დასახლებული პუნქტის, სიჩქარის შემზღუდველი და გადასასვლელების აღმნიშვნელი ნიშნების დადგმას ითხოვენ.  “აჭარის ტელევიზია”
FB_IMG_1501505919893
0

კურორტ “გოდერძიზე” 1761 მეტრის შიდა გზის მოწყობა დაიწყო

ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და “გოდერძის”დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია “ბონდი 2009”-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. […]
kavian
0

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტებისთვის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. დაგეგმილია მოსასვენებელი ადგილების, კიბეების და მოაჯირების მოწყობაც. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა 185 ათას ლარს დახარჯავს. წელსვე გამგეობა ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც მოაწყობს. “აჭარის ტელევიზია”
rea
0

ლორიას ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება

ლორიას ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა გრუნტი, დაიგო 3200 კვ.მ-ზე პირველი ფენა ასფალტის საფარი, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები, რის დასრულების შემდეგაც დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა დეკორტიული ფილების, ტროტუარებისა და უინათლოთა ბილიკების მოწყობის […]
pata
0

ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზა მოასფალტდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ასფალტის საფარი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო, გარდა ამისა, ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით ამ ეტაპზე მოწყობილია 1444 გრძ.მ. ბეტონის არხი, ასევე 52 გრ.მეტრის საყრდენი კედლები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სამკუთხედი” […]
20170726_162058
0

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო სისტემის მოწესრიგების მიზნით და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავების გამო, 2017 წლის 26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება […]
mwvane
0

მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს გაეცნო. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება […]

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ გზის ორმული შეკეთება იგეგმება. დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტბეტონის საფარს დააგებენ. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემა და ჭები მოეწყობა. რაც შეეხება ქუჩის მთლიან მოასფალტებას, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ეს მომავალ წელსაა დაგეგმილი. “აჭარის ტელევიზია”
321
0

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. „მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით […]
nenia
0

შუახევში, სოფელ ნენიაში საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ნენიაში საავტომობილო გზის (კმ2+000-კმ2+340) მონაკვეთის ასფალტბეტონის საფრის მოწყობა მიმდინარეობს. რისთვისაც სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 711 700 ლარს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 6 საყრდენი კედელი და 6 გაბიონი, 395 გრძ.მ. ბეტონის არხი და ამ ეტაპზე იწყება 2340 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოები დღეს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილორივ ხელისუფლებასთნ ერთდ დაათვალიერეს. აჭარის არ საავტომობილო გზებისა […]
gza
0

გზების რეაბილიტაცია ხულოს 34 სოფელში

ხულოს მუნიციპალიტეტში 34 სოფლის საავტომობილო გზის რთული მონაკვეთი მობეტონდება. სასოფლო გზების მობეტონებასთან დაკავშირებით, ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 723 990 ლარი გამოყო და მთლიანობაში 3 958 კუბური მეტრი მზა ბეტონის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი 13-14 ივლისს გამოაცხადა. სოფლების – ყინჩაურის, ძმაგულის, გურძაულის, წაბლანის, კვატიის, ვერნების, დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გობაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, ზემო ვაშლოვანის, შურმულისა და ქვედა […]
00
0

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

აჭრის მთავრობის თვმჯდომარემ 12 ივლისს შუახევში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრის დროს ყურადღება მაღლმთიანი აჭარის განვითარებაზეც გაამახვიალა. ზურაბ პატარაძემ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა რაც მაჭალმთიან აჭარაში ხორციელდება. აჭარის პირველმა პირმა ყურადღება კურორტ გოდერძზე 150 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობასა და კურორტ გომარდულის განვითარებაზე გაამახვიალა, პატარაძემ ხულო ზარზმის გზის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა. „მაღალმთიან […]
FB_IMG_1500045937424
0

ჯიხანჯურის გზის მოასფალტება დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად ჯიხანჯურის საზღვრის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+215 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ი.მ. დავით სიჭინავამ შეასრულა და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იყო 987 000 ლარი. აღნიშნულ გზაზე მოეწყო 1360 […]
gza
0

ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის დაგება დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის კმ8+000-კმ10+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 771 770 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ გზაზე მოეწყო ასევე 1268 გრძივი მეტრი კიუვეტი, 116 გრძივი მეტრი კედელი და 26 გრძივი მეტრი გაბიონი. პროექტის ფარგლებში გასულ წელს მოეწყო წონიარისის, დანდალოს და ზენდიდის საავტომობილო […]

გზის რეაბილიტაცია

ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დარჩენილია გვერდულების შევსება და გზის დახაზვითი სამუშაოები. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით პროცესი ხვალ დასრულდება. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მისი ღირებულება 771 770 ლარია. “აჭარის ტელევიზია”
cctv not preventing crime in Britain
0

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ დოლოგნიდან ცხმორისამდე, დამატებით შვიდ ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ. კამერები ერთიან ბაზაში ჩაერთვება. ვიდეოკამერების დამონტაჟებასა და ახალი და არსებული კამერების ერთ ბაზაში მოსაქცევად, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოყო. „ვიდეოკამერები დაყენებული გვაქვს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, ქედაში შემოსასვლელთან, სოფელ ევგენიძეებიდან ცხმორისის ჩათვლით მონაკვეთში; ვიდეოკამერებია დაყენებული დაბებშიც. გამოყოფილი თანხით არსებული […]