kon
0

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – საქართველოს გამოცდილება“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. კონფერენციაზე C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ და ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ელიმინაციის პროექტი მნიშვნელობით ქვეყნის […]

“არა – C ჰეპატიტს!”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო C ჰეპატიტთან ბრძოლის კვირეულს შეუერთდა. 28 ივლისს, C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, კვირეულის შეჯამების მიზნით, C (HCV) ჰეპატიტის შემცირებისა და თავიდან აცილების გზების საკითხებზე დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის, მეზღვაურთა […]
EVEX
0

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უერთდება

28 ივლისიდან ევექსის ქსელში შემავალ ყველა პოლიკლინიკასა და ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება სწრაფი მარტივი ტესტით C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება. C ჰეპატიტის სწრაფი ტესტებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ყველა ის პაციენტი, რომელიც ევექსის ქსელში შემავალ პოლიკლინიკებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაიტარებს უფასო სკრინინგს, საჩუქრად 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად […]
FB_IMG_1501085992162
0

აჭარაში C ჰეპატიტის კვირეული მიმდინარეობს

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, უფასო სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში გაეცნო. კვირეულის ორგანიზატორები არიან: სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო. თანამონაწილეები: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იმედი”, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა“. 27 ივლისს, სკრინინგი ჩატარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, […]

C ჰეპატიტის კვირეული

ცე ჰეპატიტის სკრინინგისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს უფასო გამოკვლევებს სთავაზობს. ჰეპატიტზე ანალიზის ჩაბარება მსურველებს ხვალ დილის თერთმეტიდან 16 საათამდე “ბათუმი პლაზას” მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ. უფასო გამოკვლევები ხვალვე დაიწყება ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. ცე ჰეპატიტის პრევენციის კვირეული აჭარის რეგიონში ამჯერად ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეწყობა. მისი მიზანი დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენა და […]

c ჰეპატიტზე მოსახლეოობის უფასო ტესტირება გრძელდება

საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრი  c ჰეპატიტზე  მოსახლეოობის უფასო ტესტირებას განაგრძობს. გამოკვლევები ამ წუთებში ე.წ „ ხოფის ბაზრობასა“  და ქობულეთის შ.პ.ს  „აჭარა ტესტილში“ მიმდინარობს.  პროგრამის მიზანი აქტიური ინფექციის მატარებელი პირების გამოვლენის გაზრდა და მკურნალობის პროგრამაში მათი დროული ჩართვაა. აქცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. “ტვ 25”