sxdoma sabcho
0

რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს

დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ […]
velobiliki
0

ველობილიკზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გაჩერება 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

ველობილიკზე სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე, დგომასა და გაჩერებაზე ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. წყარო:”ipress.ge”

”ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – ფოტოგამოფენის ორგანიზაცტორები მერიამ დააჯარიმა

ერას მოედანზე ფოტოგამოფენის “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე”  ორგანიზატორები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დააჯარიმეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათვის უცნობია რა მუხლით დააჯარიმეს.  იურისტი ნათია აფხაზავა აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მერია მისი გამოხატვის უფლებას ზღუდავს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ქობულეთის გამგებლის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო გამგეობა დააჯარიმეს

ქობულეთის გამგეობა, ქობულეთის სასამართლომ, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო 600 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას, რაც გამგეობამ თამარ მეფის პლაჟის მოსასწორებლად გამოიყენა, თუმცა მას ამის უფლება არ ჰქონდა. ინერტული მასალის უნებართვოდ მოპოვების შესახებ ინფორმაცია 2 თვის წინ “მთავარში” გავიდა, რის შემდეგაც გარემოს დაცვის ინსპექციამ სასამართლოს მიმართა. მოსამართლემ კანონდარღვევისთვის გამგეობა გააფრთხილა, ზიანისთვის კი დააჯარიმა. რით ხსნიდნენ ქმედებას გამგეობის წარმომადგენლები […]
oqro
0

სარფში არადეკლარირებული ოქროს გადმოტანისთვის მოქალაქე 11465 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ.-ს კუთვნილი ბარგის  დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  8816,07 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  2649,47 ლარი შეადგინა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის […]
xmauri
0

15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება.

15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. აღნიშნულის შესახებ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მიმდინარე წლის ივნისში შევიდა. კოდექსის მოქმედ რედაქციაში დღის საათებად – 08.00 საათიდან 23.00 საათამდე, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე პერიოდია განსაზღვრული. დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა […]
kaz
0

ომანელი ტურისტები: გამომძალველებმა ღამის კლუბიდან 800 ლარი დაგვიბრუნეს

ტურისტები ომანიდან ბათუმში 24 ივლისს ჩამოვიდნენ. იმავე ღამეს ისინი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს ეწვივნენ, გართობის მიზნით. როგორც ტურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, შეუკვეთეს ხილის ასორტი და „ბორჯომი“. „მერე ორი გოგო მოვიდა. ერთი გოგო ჩემს მეგობარს მუხლებზე დაუჯდა, მეორე გვერდით იყო. არაყი შეუკვეთეს. თვითონ სვამდნენ, ჩვენ – არა. ცეკვას ვუყურებდით…“ – აცხადებდნენ ტურისტები, რომლებიც დასძენდნენ, […]
bulvarivelo
0

ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა ტრანსპორტით გადაადგილებაზე 50 ლარამდე ჯარიმა ამოქმედდა

ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსოპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის ჯარიმები შემოდის,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. “ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში-გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. […]
mshenebloba
0

სამშენებლო პირობების დამრღვევები, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან

მერიის არქიტექტურის სამსახურმა, დღეს 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს მშენებლობა და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1 ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია […]