qob xan
0

ხანძარი ქობულეთში

ქობულეთში ხანძრის შედეგად კაკალაძეების 6 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. ცეცხლი სახლს დღეს გაუჩნდა, როგორც დაზარალებულები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, ხანძარი საძინებელში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რადგან სახლი კედლები ხით იყო მოპირკეთებული. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები სამ არასრულწლოვანთანერთად. ხანძარმა გაანადგურა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და პირადი გამოყენების ნივთების ნაწილი. ​მეხანძრეებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი […]
xan1
0

ხანძრის შედეგად 5 სულიანი ოჯახი დაზარალდა

დღეს  დილით  ხანძარი იყო  ბესიკის 56 ნომერში. დილით ცეცხლი დვალიშვილების 5 სულიანიოჯახის სახლზე მიშენებულ დროებით საცხოვრებელ ნაგებობას გაუჩნდა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია  დროებითი ნაგებობა და ტექნიკა. გამოძიება 187ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xan ler1
0

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ხანძარი იყო ბათუმში, ლერმონტოვის 107 ნომერში. ცეცხლი ხუთ სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა. დაშავებულია ერთი ბიჭი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს დამწვრობები აქვს სახისა და ხელის არეში. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზები კი ჯერ-ჯერობით უცნობია. ბინის მეპატრონე ლია ჭინკაძე ყვება, რომ სახლი გაქირავებული […]
xandz
0

ცეცხლმა 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა

ხანძარი იყო ქობულეთში, სოფელ ლეღვაში. სულიკო რომანაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. დამწვარია შენობის დიდი ნაწილი. ასევე დაზიანებულია სახლის სახურავი. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები ასევე საკუთარი ძალებითაც ცდილობდნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ლეღვაში დაზარალებულ ოჯახს დღეს მოინახულებენ.რა დახმარებას გაუწევენ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ცნობილი მოგვიანებით გახდება.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წყარო:”აჭარის ტელევიზა”
saxandzro
0

ბათუმის სახანძრო: „ფერიაში ეკალ-ბარდი იწვის, თხილნარში – ნაძვნარი“

ამ წუთებში ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორ ლოკაციაზე მუშაობს. სახანძროს ინფორმაციით, ფერიაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდს, ხოლო თხილნარში დაიწვა ნაძვი და არის ცეცხლის  გავრცელების საფრთხე. ამ დროისთვის ბათუმში და ქალაქის შემოგარენში ძლიერი ქარი ქრის და წვიმს. წყარო:გაზეთი “ბათუმელები”
xandzari
0

ქედაში ტყე იწვის

ქედაში სოფელ ორცვასა და ძენწმანის საზღვარზე ტყე იწვის. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის მასშტაბები. ადგილობრივების ინფორმაციით, შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. ქედის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურები ადგილზე უკვე მიემართება. მერის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებიდან მოშორებითაა, თუმცა წინასწარ მისი გავრცელების საფრთხეზე ვერ საუბრობენ. ლევან გორგილაძის თქმით, მიმდინარეობს ასევე მოსახლეობის მობილიზება საჭიროების შემთხევაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩასართავად.   წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xan qob
0

ხანძარი ქობულეთში

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. რა სახის დახმარებას გაუწევენ ივანაძის 12 წევრიან ოჯახს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.ადგილზე ვითარებას გაეცნო ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე. წყარო:”კობა ნაკაიძე ქობულეთის მაჟორიტარი / Koba Nakaidze”
mzaaaa logos gareshe ajaratv ge.Still001
0

”აჭარულ სახლში” ხანძარი გაჩნდა

ხანძარი გაჩნდა ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ”აჭარულ სახლში”. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ჰაერგამწოვ მილს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზიბული იყო როგორც სახანძრო, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. დაშავებულები არ არიან. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
bul xan
0

ბათუმის ბულვარში ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა

ბათუმის ბულვარში ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სახანძროს სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობს. უწყების ხელმძღვანელის, ხუსეინ სირაბიძის თქმით, კაფე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარეობს და ის ამ ეტაპზე დაკეტილი იყო. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ – ჯერობით უცნობია. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
saxandzro
0

შუახევში სოფელ ტაკიძეებში ხანძარია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში, ოთოლთას ციხესთან ხანძარია. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო. “აჭარის ტელევიზია”
kvirike
0

ქობულეთში საცხოვრებელი სახლი იწვის

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში  საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე  სამაშველო და სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ამ წუთებშიც მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. დეტალებს გამოძიება დაადგენს. სოფელ კვირიკეში გამგებლის წარმომადგენელი, ედიტა გოგიტიძე ამბობს, რომ ზურაბ ღაღაიშვილებისსაცხოვრებელი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძრის დროს სახლში მხოლოდ ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოახერხა. “აჭარის ტელევიზია”

კვატიაში ხანძრის კერა ლოკალიზებულია

“კვატიაში ხანძრის ყველა ძირითადი კერა ჩამქრალია,” -ასეთია ბოლო ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტიდან. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე რჩებიან მაშველები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, მიმდინარეობს მონიტორინგი. ცეცხლი  სოფელ კვატიაში სამსმელოს მთაზე ბუჩქნარს დღეს გაუჩნდა, იგი  200-დან 400 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას მოედო. რაც შეეხება შავნაბადას მთას, აქ ქარი აღვივებს ხანძრის მცირე კერებს. შეგახსენებთ,  ღორჯომის მთა შავნაბადაზე ხანძრის ოთხი კერა გასული კვირას დაფიქსირდა, რამაც […]
saxandzro
0

ტარიელ ებრალიძე: არ გამორიცხავს, რომ ხანძრების ქრონიკა ერთსა და იმავე საქმეს უკავშირდებოდეს

შუახევის გამგებელის ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობამ საღამოს საათებში შენიშნა. ტარიელ ებრალიძის თქმით,  ადგილი სადაც წიწვოვანი ხეები იწვის, სოფელ დარჩიძეებიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ტყე მიუვალია.  ამ წუთებში მოსახლეობა მობილიზებულია, რათა  ცეცხლის კერებამდე ფეხით მისვლა შეძლონ.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო 10-მდე ბრიგადა. ასევე სატყეო დეპარტამენტისა და თემის  წარმოდმაგდენლები. გამგებლის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 150-200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ტარიელ ებრალიძე არ გამორიცხავს, […]
saxandzro
0

შუახევში სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარია

შუახევში,შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია. ამ წუთებში ხანძრის კერისკენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები,სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან, მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.თუ რამდენად მასშტაბურია ხანძარი ჯერ-ჯერობით უცნობია. ხანძარი სოფელ დარჩიძეებთან 6 კილომეტრშია.მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება. “შუახევის მუნიციპალიტეტი”
saxandzro
0

სოფელ წელათის ტყეში ხანძრის კერა ლოკალიზებულია

შუახევში,სოფელ წელათის ტყეში ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძარი გვიან ღამით შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო. შეგახსენებთ, რომ წელათის ტყეში ხანძარი გუში საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს. ხანძრის კერა 50 კვადრატულ მეტრზე ვრცელდებოდა. შემთხვევის ადგილზე იმყობებოდნენ ადგილობრივი თვმითმართველობის წარმომადგენლებიც. ხანძარს საფრთხე მოსახლეობისთვის არ შეუქმნია. “შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”
chala
0

შუახევში, სოფელ წელათში ჭალებში ბალახს ცეცხლი უკიდია

ხანძარი დაახლოებით 80 კვადრატულ მეტრზეა. სამაშველო-სახანძრო ჯგუფები ამ წუთებში სოფელ წელათში მიდის. ამ ეტაპზე ხანძრის 3-4 კერაა, როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “აიპრესს” განუცხადეს, ამ წუთებში გამგეობის წარმომადგენელი მიემგზავრება ხანძრის კერებისკენ და ადგილზე გაარკვევე რამდენად მასშტაბურია და რასალიკვიდაციო ზომებს უნდა მიიღონ. “ipress.ge”

ზურაბ პატარაძე: მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს

ხულოში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხანძრის მოსახლეობაში გავრცელების საშიშროება არ არსებობს. პატარაძის განცხადებით,  მოხდება ხანძრის კერების შესწავლა და საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად რეკომენდაციების გაწევა, ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც. ცეცხლი ტორფს და ბუჩქნარს მოედო და ამ ეტაპზე ტყეში არ არის გადასული. იმის გამო რომ რელიეფი არის ძალიან რთულია, ტექნიკა ადგილამდე ვერ მუშაობს. ცოცხალი ძალა კი […]
xandzari xelvachaurshi
0

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა მახოში ხანძარია

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა მახოში ხანძარია. ამ წუთებში სურმანიძეების  საცხოვრებელი სახლი იწვის. ნაგებობა ხის  იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადაა მობილიზებული. სურმანიძეების 5 წევრიანი ოჯახიდან, ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში მხოლოდ ერთი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. დედამ ცეცხლმოკიდებული სახლიდან შვილის უვნებლად გამოყვანა  მოახერხა.  საცხოვრებლიდან ნივთების გამოტანა კი ვერ მოასწრეს. სახლი მთლიანად […]

ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ხანძარი ბორჯომის ხეობაში, იწვის ტის მასივი სტიქიის ზონაში, სოფელ დაბაში, ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს, ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. დღეს ბორჯომის ხეობაში ორ თურქულ ვერტმფრენსაც ელოდებიან, რომლებიც საწვავის შესავსებად ბათუმში დაეშვებიან და შემდეგ სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან. სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ დაბაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის ძირითად კერებთან მუშაობს მძიმე ტექნიკა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები და […]
xandzari
0

ხულოში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ტყეს ხანძარი გაუჩნდა

რამდენიმე წუთის წინ ხულოს სოფელ ღურტაში მეხი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ღურტის ტყეს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი 50 მეტრიან ტყეს ეკიდება. ხანძარი 20 -30- მეტრ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე ხულოს სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მუნიციპალიტეტს გამგებელმაც დაუდასტურა, ბესიკ ბაუჩაძის თქმით შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა ადგლზე სახანძრო სამაშველო ბრიგადაც უკვე მუშაობენ. ხანძარი ჯერ ლიკვიდირებული არაა. […]

აფეთქება ბათუმში

აფეთქება, ხანძარი, დაშავებული მოქალაქეები, დამწვარი სახლები და ავტომანქანები – ადგილობრივების თქმით, რამდენიმე თვეა, რაც ეს გაზგასამართი მოძრავი სადგური ფუნქციონირებს, ქალაქის მერი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობენ, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ და ობიექტის მეპატრონეს ნებართვა არ ჰქონდა. თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები. ხანძრის შედეგად დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. “აჭარის ტელევიზია”
pol
0

გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

დაახლოებით საათნახევრის წინ გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე პუნქტით მიმდინარეობს, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, – ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ შსს-მ განუცხადა. მათივე ინფორმაციით ხანძარი სადენებიდან გაჩნდა. „სადენებით გაუჩნდა ხანძარი შემთხვევა დაახლოებით საათ ნახევრის წინ ოხდა, საკითხზე […]