ხმაური ხულოს საკრებულოს სხდომაზე

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხულოს საკრებულოს სხდომა. კამათი საკრებულოს   სამ წლიან  მოღვაწეობას მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა მმართველ პარტიას ის პროექტები შეახსენეს, რომლებიც წლების წინ უნდა აშენებულიყო, თუმა დღემდე არ შესრულებულა. შენიშვნები ჰქონდათ მმართველი პარტიის წევრებსაც, გურამ სურმანიძის ინფორმაციით, უხარისხოდ შესრულდა  ინფრატსრუქტურული სამუშაოების ნაწილი. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
xmauri
0

სიცხე და ხმაური – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში

ბათუმში, რესტორან“ ისტანბულის“ უკან, პატარა, საერთო ეზოში შესვლისთანავე ზაფხულის სიცხე ორმაგდება. ეზოში რესტორნის კონდიცირების სისტემა გამოდის, სამზარეულოს ორთქლი, ნახშიროჟანგი გამწოვებიდან… რესტორანი „ისტანბული“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. რესტორნის უკან მდებარე იტალიუირ ეზოში სულ რვა ოჯახი ცხოვრობს. მათგან ყველაზე ახლოს, რესტორნის სამზარეულოს უკანა შესასვლელთან, სვეტლანა ლიხვაროვას ბინაა. „ნახეთ, თერმომეტრი  34 გრადუსს აჩვენებს, არადა საღამოს 10 […]
xmauri
0

15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება.

15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. აღნიშნულის შესახებ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მიმდინარე წლის ივნისში შევიდა. კოდექსის მოქმედ რედაქციაში დღის საათებად – 08.00 საათიდან 23.00 საათამდე, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე პერიოდია განსაზღვრული. დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა […]
referaluri
0

ხმაური ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან

ხმაური იყო დღეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან. სამედიცინო დაწესებულებასთან ერთ-ერთი პაციენტის ახლობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, 34 წლის ნინი კაცაძემ დაახლოებით ორი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა. სახლში გაწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. ახლობლები მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ,რომ დაახლოებით 12 დღის წინ პაციენტი კლინიკაში განმეორებით მოათავსეს. ოჯახის წევრების თქმით, მდგომარეობა დღეს დამძიმდა და პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია. […]