ele
0

ხულოში 50 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში, სოფელ კალოთაში მცხოვრები 50 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. სოფელში შუქი თოვლის მოსვლასთან ერთად წავიდა, ამ დროისთვის კალოტაში თოვლის საფარი 35 სმ აღწევს. “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და სოფელს ელექტროენერგიის მიეწოდება რამდენიმე საათში აღუდგება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulos gamgeoba
0

“ხულო ბარაკების გარეშე”

„ხულო ბარაკების გარეშე“ – პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ათამდე ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით ძირითადად აღამაშენებლის ქუჩაზე, ყოფილ სასამართლოს შენობაში მცხოვრები ოჯახები ისარგებლებენ. ათამდე ოჯახი ამორტიზებულ შენობაში, რომელსაც გამოცლილი აქვს საძირკველი და დაზიანებული აქვს სახურავი, 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი დაიხარჯება. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xulo1
0

11% “ევროპული საქართველო”, 54% “ქართული ოცნება” – ხულოს წინასწარი შედეგები

ხულოში 14 ათას 232-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და წინასწარი მონაცემებით ხმათა 60 %-ით მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, გოჩა მელაძეს ერგო. მას არჩევნებზე მისულმა 8 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.  3 500-მდე ხმა დააგროვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა,რაც 26 % შეადგენს. დარჩენილ ორ პარტიას შორის ხმები ასე გადანაწილდა: 3, 37 %-ი “პატრიოტთა ალიანსი”, 11 %-ი კი ევროპული საქართველოს კანდიდატებმა მიიღეს. რაც შეეხება […]
xulos olqi
0

ხულოში №84-ე საოლქო საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზად არის

ხულოში № 84-ე საოლქო საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს  №84-ე საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ, ნოდარ მელაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ბიულეტენებისა და სხვადასხვა მასალების გაცემა. ინვენტარის ნაწილი უბნებში უკვე შეტანილია, ნაწილი კი დღეს გაიცემა. მელაძის განცხადებით, საღამოსთვის ყველა უბანში შეტანილი იქნება საარჩევნო ინვენტარი, ბიულეტენები და დამხმარე მასალები. დილისთვის […]

ზურაბ პატარაძე: მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს

ხულოში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხანძრის მოსახლეობაში გავრცელების საშიშროება არ არსებობს. პატარაძის განცხადებით,  მოხდება ხანძრის კერების შესწავლა და საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად რეკომენდაციების გაწევა, ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც. ცეცხლი ტორფს და ბუჩქნარს მოედო და ამ ეტაპზე ტყეში არ არის გადასული. იმის გამო რომ რელიეფი არის ძალიან რთულია, ტექნიკა ადგილამდე ვერ მუშაობს. ცოცხალი ძალა კი […]
cesko
0

დამოუკიდებელი კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში – თვითმმართველობის არჩევნები 2017

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, აქედან ოთხი დიოკნისის, ერთი – დაბის და ერთიც თხილვანის მაჟორიტარული ოლქიდან. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, უპარტიოდ, დიოკნისის თემში მამუკა ღორჯომელაძე, ზაურ ბოლქვაძე, ლევან მგელაძე და ლევან საგინაძეიბრძოლებენ. რაც შეეხება დაბა ხულოს მაჟორიტარულ ოლქს, აქ გელა თავართქილაძე იყრის კენჭს, ხოლო თხილვანაში – მერაბ აბულაძე. ქედის # 80 […]
tunadzeebis skola
0

სკოლა ხულოში – ძველი, ხის საცხოვრებელი სახლი და გაკვეთილები ეზოში

ხულოში, სოფელ ტუნაძეებში ბავშვები საგანმანათლებლო პროცესს სექტემბრიდან კვლავ საცხოვრებელი სახლის შენობაში გააგრძელებენ. როგორც ადგილობრივები „აიპრესთან“ ყვებიან, ორსართულიანი ხის შენობა-ნაგებობა რომლის პირველი სართულიც თავის დროზე ბოსლად გამოიყენებოდა, წლებია 100 მდე მოსწავლისთვის საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცა.  მოსახლეობის თქმით დაწყებითი კლასის მოსწავლებისთვის აჭარის განათლების სამინისტრო დამატებით რამდენიმე ოთახს სხვა შენობაში ქირაობს. „ეს სახლი ერთი საუკუნისაა, მისი პირველი სართული თავის […]

ვაკანტური პოზიციები

ხულოს საჯარო სკოლებში 25 საგნის პედაგოგზე ვაკანსიაა გამოცხადებული. როგორც შუახევის და ხულოს რესურსცენტრებში განმარტავენ , ვაკანტური პოზიციები ძირითადად უცხოენებში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებშია. აჭარის განათლების სამინისტრომ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში პედაგოგებს წელსაც არჩევს, პედაგოგები გარდა სახელფასო შრომითი ანაზღაურებისა, აჭარის განათლების სამინისტროსგან დამატებით 500 ლარს მიიღებენ. “აჭარის ტელევიზია”

”ხულო ბარაკების გარეშე”

”ხულო ბარაკების გარეშე” – პროგრამაზე ხულოს მუნიციპალიტეტის  გამგეობა და საკრებულო მუშაობს. პროგრამის მიზანია დაბა ხულოს ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ბენეფიციართა შემსწვალელი სპეცილაური კომისია ამ დროისთვის ხულოში არსებულ სამ ბარაკულ სახლში მცხოვრებ ოჯახებს სწავლობს. თვითმართველობაში განმარტავენ, რომ ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი დაბის ტერიტორიაზე აშენდება. ხულოს გამგებლის განცხადებით, პროექტი ორწლიანი იქნება და წლის ბოლომდე 15-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. […]

ხულოში კარტოფილის მოსავალი შემცირებულია

არტოფილის განახევრებული მოსავალი ხულოში. დაავადებული მცენარის მოვლას ფერმერები ვერ ახერხებენ. ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელი შხამ-ქიმიკატი რა შემთხვევაში გამოიყენონ, ამის გარდა პესტიციდების უხარისხობასაც უჩივიან. ამბობენ, რომ დაბალი ფასის გამო კარტოფილის მოყვანა აღარ უღირთ. რას სთავაზობს ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო? ‘აჭარის ტელევიზია”
20170804_154319
0

ბათუმში რამდენიმე წუთის წინ ქალი ყელის არეში დაჭრეს

ამის  შესახებ ინფორმაცია  თვითმხილველებმა  მოგვაწოდეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მიდის ჩვენი ჯგუფი, უკვე  დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაზუსტებულ ინფორმაციას  კი რამდენიმე წუთში მოგაწოდებთ. “აჭარის ტელევიზია”  
FB_IMG_1501085992162
0

აჭარაში C ჰეპატიტის კვირეული მიმდინარეობს

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, უფასო სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში გაეცნო. კვირეულის ორგანიზატორები არიან: სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო. თანამონაწილეები: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იმედი”, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა“. 27 ივლისს, სკრინინგი ჩატარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, […]
romani-cr-739×428
0

“გამოცდაზე მხოლოდ მე ვიყავი” – ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთისთვის

ხულოში მცხოვრები რომან თავართქილაძე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე აბარებს, მას დამატებითი საგანი ფიზიკა ქონდა არჩეული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხულოს საგამოცდო ცენტრში მხოლოდ ის აბარებდა ამ საგანს. როგორც რომანი ” აიპრესთან” აღნიშნავს, გამოცდა საკმაოდ რთული მოეჩვენა, თუმცა ბარიერის გადალახვის იმედი მაინც აქვს, იგი საუბარში გულდაწყვეტით აღნიშნავს, ფიზიკას გამოცდაზე მხოლოდ თვითონ აბარებდა და ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ […]
baqradze
0

დავით ბაქრაძე: ჩვენი მთავარი კრიტერიუმი წესიერი და პატიოსანი ადამიანებია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხულოს მოსახლეობას გამგებლობის კანდიდატი ნუგზარ სოლომონიძე წარუდგინა. კანდიდატმა მოსახლეობას მათი პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. „ხულოში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იქნება ნუგზარ სოლომონიძე ეს არის აქაური, ადგილობრივი მისი მთელი ოჯახი ცხოვრობს ხულოში. წესიერი, პატიოსანი და მცოდნე ადამიანი. ჩვენი პრიორიტეტი ყველა რაიონში იქნება ისეთი ადამიანი დასახელებული და შერჩეული, ვინც არის ადგილობრივი, ვისაც ესმის […]
00
0

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

აჭრის მთავრობის თვმჯდომარემ 12 ივლისს შუახევში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრის დროს ყურადღება მაღლმთიანი აჭარის განვითარებაზეც გაამახვიალა. ზურაბ პატარაძემ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა რაც მაჭალმთიან აჭარაში ხორციელდება. აჭარის პირველმა პირმა ყურადღება კურორტ გოდერძზე 150 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობასა და კურორტ გომარდულის განვითარებაზე გაამახვიალა, პატარაძემ ხულო ზარზმის გზის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა. „მაღალმთიან […]
mwvanetba
0

ხულოში, ოპოზიციონერები მწვანე ტბაზე საპირფარეშოს თანხებს აპროტესტებენ

ხულოს საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციურმა პარტიამ მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირფარეშოს მშენებლობის საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, 11 ათას 500 ლარით მწვანე ტბის ტერიტორიაზე სველი წერტილების მოწყობა, მოწესრიგება ვერ განხორციელდება და აღნიშნული თანხები აუთვისებელი დარჩება. “მწვანე ტბასთან დაკავშირებით ახლავე შეიტანონ ცვლილება. ნებისმიერ მეწარმეს დაურეკონ და კითხონ, აღნიშნული თანხით განხორციელდება თუ არა […]