ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია

ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერის ინფორმაციით ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს და კეთილმოწყობა გაზაფხულიდან დაიწყება. ხულოს საბაგიროს რეაბილიტაცია 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებია. საბაგირომ გასულ წელს 10 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ხულოს საბაგირო თავისი სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება წყარო:”აჭარის ტელევიზია”
xuloo
0

ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი. ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს. ჯანმრთელობის […]
sakrebulos sxdoma xulo
0

ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

18  მომხრე და 8  წინააღმდეგი – ხულოს ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს. 2018 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 9 მილიონ 579 ათას 150 ლარით განისაზღვრა.  აქედან გათანაბრებითი  ტრანსფერი მილიონ 456 ათასი ლარია, ხოლო კაპიტალური ტრანსფერი 2 მილიონ 497 ათას  400 ლარს შეადგენს. ოპოზიცია  მთავარ  ფინანსურ   დოკუმენტს იწუნებს, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით თანხები არამიზნობრივადაა გადანაწილებული და ინფრასტრუქტურული […]
medea
0

ხულოს ბაღების გაერთიანებამ უკვე მეორედ სასამართლო პროცესი წააგო

„ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“, ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საბავშვო ბაღში სასამართლო პროცესი უკვე მეორედ წააგო. საქმე ამჯერად სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის მენეჯერთან მედეა მამულაძესთან წააგო. მამულაძე მას უსამართლოდ გათავისუფლებას ედავებოდა. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. რის თანახმადაც ბაღების გაერთიანებას მამულაძის დაუყონებლივ სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. დოკუმენტები რომელიც”აიპრესს“ თავად […]
irakli jorbenadze
0

ჯორბენაძე: ხულოს 2018 წლის ბიუჯეტი წლევანდელი ბიუჯეტისგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია

ხულოს, საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ირაკლი ჯორბენაძეს 2018 წლის ბიუჯეტის გადანაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, “ბიუჯეტი მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტისაგან განსხვავებით 3 347 200 ლარით შემცირებულია”. საკრებულოს წევრის განცხადებით გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირებულია ხულოს სარეზერვო ფონდის თანხები. ირაკლი ჯორბენაძე მიმდინარე წელის ბიუჯეტის ათვისებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხულოს მერიამ ბიუჯეტი სრულად […]
txil to
0

აჭარის მთიანეთში რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ თოვას ავტოტრანსპორტის გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საციხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი […]
xulos gamgeoba
0

ხულოს ბიუჯეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაიწყო. მომდევნო წლის ბიუჯეტი უკვე გადანაწილდა კომისიებში.  ფინანსურ დოკუმენტს შენიშვნებით მერიაში 25 ნოემბრამდე გადააგზავნიან, შესწორებულ ვარიანტს კი 10 დეკემბრამდე ელოდებიან. ხულოს საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,  სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში სანიაღვრე არხების დახურვა და ბილიკის მოწყობა. […]
lashabolqvadze
0

ხულოს ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე მერის მოადგილედ დაინიშნა

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე დანიშნა. პროფესიით ფინანსისტი ლაშა ბოლქვაძე, ხულოს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ დროისთვის ხულოს გამგეობაში ვაკანტურია ორი მოადგილის თანამდებობა. მოადგილეები არ დაუნიშნია ქედისა და შუახევის  ახალ […]
xulos gamgeoba
0

ხულოს ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი იქნება

2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობა გრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტშიც.   გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის  ინფორმაციით, სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში ინფრატსრუქტურის გაუმჯობესება,  კონრეტულად, საკურორტო ზონაში სანიაღვრე არხების  დახურვა და ბილიკის მოწყობა. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიონ  ნახევარ ლარზე მეტი იქნება.  ხულოს გამგეობამ მომდევნო წლის ბიუჯეტი, საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. წყარო:”აჭარის […]
tel
0

32 წლის შემდეგ ხულოს საბაგიროს ტელეფონი აღარ მუშაობს

მიუხედავად იმისა, რომ წებოვანი ლენტით არის გადაკრული და მისი ზომა სამგზავრო ჩემოდანს უტოლდება, თაგოს საბაგიროს ტელეფონი ამ დრომდე მოქმედია. სამუზეუმო ექსპონატად ქცეული კომუნიკაციის საშუალება, მხოლოდ ერთი კვირის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა. 32 წლის შემდეგ ხულოს საბაგიროს ტელეფონი აღარ მუშაობს. გამცილებელი ყვება, რომ წლების განმავლობაში მას ინფორმაციის მისაწოდებლად უპრობლემოდ იყენებდნენ. წვიმამ კი კაბელი დაზიანდა. ცენტრიდან თაგოს მთასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება. ხულოს საბაგირო 1985 […]
xulosakr-cr-739×428
0

ხულოს საკრებულოში ორი ქალი წევრი ეყოლებათ

”აიპრესი” დაინტერესდა, როგორ დაკომპლექტდა ხულოს საკრებულო 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე , ასევე გაუმჯობესდა თუ არა გენდერული ბალანსი და რამდენმა ქალმა მოიპოვა მანდატი. 6 მანდატი ერგო ”ნაციონალურ მოძრაობას”. 3 მაჟორიტარული და 3 პროპორციული სიით. სამი მანდატი ერგო ”ევროპულ საქართველოს” ერთი მაჟორიტარული და ორი პროპორციული. 1 წევრს შეიყვანს ”პატრიოტთა ალიანსი” და ერთ წევრს ”დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”. […]

ხმაური ხულოს საკრებულოს სხდომაზე

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხულოს საკრებულოს სხდომა. კამათი საკრებულოს   სამ წლიან  მოღვაწეობას მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა მმართველ პარტიას ის პროექტები შეახსენეს, რომლებიც წლების წინ უნდა აშენებულიყო, თუმა დღემდე არ შესრულებულა. შენიშვნები ჰქონდათ მმართველი პარტიის წევრებსაც, გურამ სურმანიძის ინფორმაციით, უხარისხოდ შესრულდა  ინფრატსრუქტურული სამუშაოების ნაწილი. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
sko
0

ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტია

ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტია, როგორც რესურსცენტრის უფროსი “აიპრესთან” აცხადებს, ამ დროისთვის, სულ 8 ვაკანტური ადგილია. მუნიციპალიტეტის სკოლებში პედაგოგთა ნაკლებობა ძირითადად უცხო ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებში შეინიშნება. ედუარდ მიქელაძის განცხადებით, ვაკანტური პოზიციების შევსება ადგილობრივი რესურსებით ხდება და დარჩენილ 8 პოზიციასაც სექტემბრის ბოლომდე შეავსებენ. “რამდენიმე სკოლაში გვაქვს პედაგოგთა დეფიციტი, თუმცა, ვცდილოვთ რომ ადგილობრივი კადრებით შევავსოთ […]

კომპენსაციების გაცემა

ხულო- ახალციხის  მაგისტრალის  რეაბილიტაციის  პროექტის ფარგლებში გზასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებზე  კომპენსაციების გაცემა დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრის,  ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით,    ამ ეტაპზე   მილიონ 800 ათას ლარია   გაცემული. იმ ოჯახებთან კი,  რომლებსაც მიწის ნაკვეთები   დაურეგისტრირებელი    აქვთ,  მოლაპარაკებები  გრძელდება. კომპენსაციას  ხულო – ზარზმის გზის  მშენებლობის არეალში მცხოვრები  354 ოჯახი მიიღებს.   რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ქუეითური დინარი დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია”
pataridzee
0

ზურაბ პატარაძე: მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება საუკუნის პროექტია

აჭარის თავრობის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა, ზურაბ პატარაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებას საუკუნის პროექტი უწოდა. მისივე ინფორმაციით პროექტში გამარჯვებული კომპანია უკვე ცნობილია, სამუშაოები კი 2 ეტაპად წარიმართება: პირველი ბათუმიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე , ხოლო მეორე ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე. „მე მიხარია, რო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ხორციელდება ჩვენს ხულოში, სხვადასხვა პროექტებთან ერთდ […]
wyali
0

წყალი გრაფიკით ხულოში

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს – ოქრუაშვილებს, დუაძეებს, ძირკვაძეებს, განახლებასა და ქვედა ვაშლოვანს, სულ 1 800 აბონენტს, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდებაში პრობლემები აქ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე. […]
gen
0

ხულოს გამგეობის 123 თანამშრომლიდან მხოლოდ 25 ქალია, 28 წევრიან საკრებულოში – კი 1 ქალი

ხულოს მუნიციპალიტეტში 123 თანამშრომელია, საიდანაც ქალი მხოლოდ 25-მდე მათგანია. ქალ თანამშრომელთა უმრავლესობა გამგეობაში ძირითადად თანაშემწეებისა და საქმის მწარმოებლების პოზიცია იკავებენ, ხოლო გამგებლის სამი მოადგილიდან არცერთი არ არის ქალი, – ამის შესახებ “აიპრესთან” ხულო გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ ისაუბრა. რაც შეეხება ხულოს საკრებულოს, 28 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთია ქალი, რომელიც “აიპრესთან” გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობს. “აიპრესი” […]
xulos gamgeoba
0

ხულოში კონკურსანტებს კომისიის ნაცვლად გამგებელი ან მისი წარმომადგენელი შეაფასებს

ხულოს მუნიციპალიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსანტების ცოდნას გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო კომისიის ნაცვლად მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი შეაფასებს. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კონკურსი გამარტივებული წესით ჩატარდება და  შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ერთპიროვნულად გამოვლინდება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ოთხ პოზიციაზე – დიდაჭარის, რიყეთის, დიოკნისის […]