ხულოში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
ხულოს მთავარ ნაძვის ხესთან, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დასკვნითი საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიების დაწყებისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და ძველით ახალი წელი მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძემ. ღონისძიების პირველი ნაწილი პატარებისთვის იყო მიძღვნილი და მასში ზღაპრის გმირები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების მომდევნო ნაწილში უკვე ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლები „გოდერძი“, „ხულო“, […]