ko,
0

„შავ სიაში“კომპანიის მოხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა

„შავ სიაში“ კომპანია „მომავლის ფერმერის“ ჩასმას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა. ამ კომპანიას, ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ინოვაციური პროგრამა „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ უნდა განეხორციელებინა. ექსტენცია ადგილზე ფერმერის თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმირებას გულისხმობს. სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე. კომპანიასთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ შეწყვიტა, როცა შემსრულებელმა – […]

ვინ მიიღებს კომპენსაციებს

„შუახევი ჰესის“ არეალში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა – გამაგრებითი სამუშაოებისთვის ერთჯერადი კომპენსაციები გადაეცემათ, შესწავლის შედეგად ფინანსური დახმარება 10-მდე სოფლის 116 ბენეფიციარს ინდივიდუალურად გაეწევა. კომენსაციის გაცემისთვის “აჭარის წყალ ჯორჯიამ” ხულოს გამგეობას 170 ათას 739 ლარი გადაურიცხა. “შუახევი ჰესი”-ს მშენებლობისთვის გვირაბის გაყვანა ერთდროულად ხულოსა და შუახევის 12 სოფელში მიმდინარეობდა. ჰესის მშნებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი, შესაბამისი წყასაცავებით და დამბებით. […]
20170801_173309
0

14 სულიან ოჯახს, რომელსაც სახლი დაეწვა, თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოუყოფენ

სოფელ პაქსაძეებში, 14 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობა დაიწვა. მიზეზი რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძარია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ადილზე სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მთლიანად დაიწვა ხასან პაქსაძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა ნაგებობა (ბოსელი). ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს რომლებს შორისაც […]
txilva
0

სოფელ თხილვანადან 30 ოჯახის განსახლება უახლოეს პერიოდში მოხდება

აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ ჟურნალისტებთნ საუბრისას ხულოში სოფელ თხილვანის საკითხსაც შეხო, ზურაბ პატარაძის თqმით 30 ოჯხის განსახლება უახლოეს პერიოდში მოხდება, რისთვისაც კონპენსაციები, თანხები უკვე მობილიზებულია. “თხილვანასთნ დაკავშირებით, ჩვენი მთავრობა ინტენსიურად მუშაობს. ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ოცდაათამდე ოჯახის განსახლება უახლოეს პერიოდში მოხდება, კომპენსაციების თანხები უკვე მობილიზებულია შესაბამისად ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო სრულად ჩართული არის და ვფიქრობ ეს პროცესი […]
xulo
0

თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 27 ოჯახს 25- 25 ათას ლარიანი კომპენსაციები რამდენიმე დღის წინ დაერიცხათ.

თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 27 ოჯახს 25- 25 ათას ლარიანი კომპენსაციები რამდენიმე დღის წინ დაერიცხათ.  დარჩენილი 40-მდე ოჯახი კი თანხას დაჩქარებული წესით მიიღებს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თხილვანელების ტრანსპორტირების ხარჯებს. სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები იანვარში გააქტიურდა, რამაც საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა. დაზარალებულ 60 ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო, ხოლო ორი ოჯახი ხულოში, ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელში გააგრძელებენ […]