pilotebi
0

ზურაბ პატარაძემ თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა ხანძრის ქრობის სამუშაოებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მტავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების ” მერობის კანდიდატმა ბათუმში ლაშა კომახიძემ. “მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა […]
pre
0

გიორგი კვირიკაშვილი:”ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას“

,,ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას.“- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებსა და ექიმებს. ,,თქვენ გადაარჩინეთ ათასობით ჰექტარი ტყე. ცუდია რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით ცუდი შეიძლება მომხდარიყო, რომ არა თითოეული თქვენთაგანის გმირობა. მადლობა ყველას“ – […]
alavidze
0

ალავიძე: განსაკუთრებული მადლობა ხულოს მეხანძრეებს, რომლებიც ყველაზე რთულ მონაკვეთზე მუშაობდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ძლიერმა, ცვალებადი მიმართულების, ქარმა გაართულა სიტუაცია, ამ მასშტაბის ხანძარი საქართველოში არ ყოფილა. ამჟამად ყველაზე საყურადღებო კერა წაღვერის თავზეა, სადაც, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს მძიმე ტექნიკა, სახანძრო და სატვირთო მანქანები და ცოცხალი ძალა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცეცხლი არ გადავიდეს ტყის გადარჩენილ მასივზე, […]