2
0

ჩაქვში მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

რამდენიმე წუთის წინ, ჩაქვში ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. პირველადი ინფორმაციით,  მძღოლი და მგზავრები გადარჩნენ, მხოლოდ ერთი მგზავრი გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, იგი მსუბუქად დაშავდა . შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს და გზა გახსნილია. თვითმხილველების ინფორმაციით ავტომანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ. შსს პრესამსახურის ინფორმაციით ავარიის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, საქმე […]
pol
0

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. რამდენიმე წუთით შემთხვევის ადგილზე შეზღუდული იყო ტრანსპორტის გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება“ – აცხადებენ შსს-ში. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, ბადრი ფარტენაძის თქმით, „საპატრულო პოლიციამ ავტობუსის მძღოლი გაამართლა და ტრანსპორტმა მოძრაობა გააგრძელა“. წყარო:’გაზეთი ბათუმელები”