nace mooz
0

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სოფელ ფუშრუკაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანზორ შაინიძემ, დღეს თავისი კანდიდატურა მოხსნა,პარტიაში განმარტავენ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. ქართულ ოცნებაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად  გამორიცხავენ. მომხდარს ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის აჭარის ოფისში გამოეხმაურნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უწყებაში აცხადებენ, რომ ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია წყარო:”აჭარის ტელევიზია”
patriot aliasi
0

‘’პატრიოტთა ალიანსის’’ შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

არჩევნებამდე 9 დღით ადრე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“   შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.  რევაზ ზოიძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.  ის ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ვერ ახერხებს. „მკურნალობას ვაპირებ საზღვარგარეთ, იძულებული ვარ კანდიდატურა მოვხსნა“ – განაცხადა პატრიოთა ალიანსის შუახევის მერობის კანდიდატმა. რევაზ ზოიძის განმარტებით, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ პარტიის რეგიონულმა წარმომადგენლებმა იციან,   ცენტრალური ოფისისთვის კი  ინფორმაცია ჯერ […]