atra
0

საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი

მრავალბინიანი სახლების ეზოებში საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი გრძელდება. ამ დროისთვის ატრაქციონების მონტაჟი დასრულდა ინასარიძის #6-სა და #7-ში არსებულ ეზოებში. საბავშვო ატრაქციონები ჯამში 61 მისამართზე განთავსდება. ატრაქციონების მონტაჟი ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის“ ორგანიზებით ხორციელდება. “ბათუმის მერია”
ga
0

კახაბრის დასახლებაში 1800 ერთეული გარე განათების ბოძი და დიოდური ნათურა დამონტაჟდა

კახაბრის დასახლებაში გარე განათების ბოძებისა და დიოდური ნათურების მონტაჟი დაიწო. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 27 ქუჩაზე, შესახვევებსა და ჩიხებში 1129 ერთეული გარე განათების მოწყობა. დიოდური განათების ნაწილი 30 ვატიანია, ნაწილი კი – 50-იანი. ამ ეტაპზე სამუშაოები ზედაღელის შესახვევში მიმდინარეობს. კახაბრის ქუჩების განათებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 159 ათას 998 ლარი გამოიყო. გარე განათების მონტაჟი დასრულდა ქალაქის […]

გარეგანათების მონტაჟი

ქედის 18 სოფელში გარეგანათებები დამონტაჟდა. სამომავლოდ კი გარეგანათების მოწყობა კიდევ 13 სოფელშია დაგეგმილი, გარეგანათების მოსაწყობად ქედის გამგეობამ 50 ათასი ლარი გამოყო. პროექტი სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის ფარგლებში ხორციელდება. გარეგანათებების მონტაჟი მუნიციპალიტეტში მესამე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. “აჭარის ტელევიზია”
shadrevani
0

ბათუმში სასმელი წყლის შადრევნების მონტაჟი დასრულდა

ქალაქის მასშტაბით სულ 44 ერთეული სასმელი წყლის შადრევანი დამონტაჟდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურ რეჯიმში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოებსა და სკვერებში საბაღე სკამებისა და ფანჩატურების დადგმა. სამუშაოები “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დაგეგმილია 123 ერთეული ფანჩატურის განთავსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარი დაიხარჯება. “ბათუმის მერია”

ე.წ. ჭაობის რეაბილიტაცია

ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, რომლის დასრულებისთანავე მოეწყობა ბორდიურები. ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტის საფარი. პროექტის I ეტაპის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება II–III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩის მოწესრიგება. სამუშაოების ღირებულება 43 მილიონამდე ლარს შეადგენს და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. “აჭარის ტელევიზია”