MREVLI
0

მრევლმა იმამის გათავისუფლება გააპროტესტა – დანისპარაულის მეჩეთში ლოცვა არ ჩატარდა

ხულოში, დანისპარაულის მეჩეთში პარასკევის ლოცვა არ ჩატარდა, ამ ფორმით მრევლმა დანისპარაულის იმამის ამირან პაპიძის გათავისუფლება გააპროტესტა. ადგილობრივებმა საშუალება არ მისცეს დიდაჭარიდან გადმოსულ სასულიერო პირს ლოცვა ჩაეტარებინა. დანისპარაულის იმამს უფლებამოსილება საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ გუშინ შეუჩერა, მიზეზად კი იმამის პოლიტიკაში წასვლა დაასახელა. იმამი ამირან პაპიძე ხულოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატია დანისპარაულიდან, იგი ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა. პაპიძე აცხადებს, რომ მუფთმაპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის ოპოზიციური პარტიის კანდიდატია. მოგვიანებით, მრევლის დაჟინებული […]