wyalsadeni
0

წყალსადენზე გამწმენი ნაგებობის მონტაჟი მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, ხიჭაური-ხაბელაშვილების სასმელი წყლის მაგისტრალზე გამწმენდი ნაგებობის მონტაჟი მიმდინარეობს;  სამუშაოებს შპს ,,ეკო ლაინი“ აწარმოებს, რომლის ღირებულებაა 198000 ლარი;  დასაქმებულია 12 ადგილობრივი;  მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომიისიის წევრებთან ერთად გაეცნო. წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”
shuaxevi1
0

შუახევში 3 მილიონ ლარზე მეტი ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენის მშენებლობისთვის დაიხარჯება

შუახევში მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენის მშენებლობისთვის დაიხარჯება. აღნიშნული პროექტი გასულ წელს მილიონ ნახევრით იყო დაფინანსებული, პროექტი ორ წლიანია და მიმდინარე წელს დასრულდება. ახალი წყალსადენი 500-ზე მეტ აბონენტზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საწყის ეტაპზე 8 მილიონ 214 ათას 418 ათასი ლარით განისაზღვრა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
ba
0

შუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ შუბნის საბავშვო ბაღზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, სამზარეულო, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირების შემდეგ შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფლის სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელი ისარგებლებს.  დასაქმდედბა 10-ზე მეტი ადგილობრივი. შენობა სრულად აღიჭურვება […]
gaz 2
0

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას, მეორე მხრივ სამთო ტურიზმის განვითარებას და მთის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას. ბუნებრივი აირის არსებობის პირობებში დაიზოგება ტყის რესურსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების შეჩერებას. გაზსადენი სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, […]
0

ჩაქვში წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა დასრულდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაქვში 2500 და 900 მ3 წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა დასრულდა. რეზერვუარების მეშვეობით, ჩაქვის ტერიტორიაზე აღმოიფხვრება წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები და მოსახლეობა წყალს უწყვეტად 24 საათის განმავლობაში მიიღებს. კომპანია „ბათუმის წყალი“ ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრები აბონენტებისთვის გამრიცხველიანების პროცესს აწარმოებს. ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 2000 მოსახლეს უფასოდ დაუმონტაჟდებათ წყლის მრიცხველები. აბონენტებისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა […]
SKOLA1
0

ორი ახალი სკოლის აგება და ოთხის რეაბილიტაცია – აჭარის განათლების სამინისტროს გეგმები

აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წლისთვის ორი ახალი სკოლის აშენებას და ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. სამინისტროს ცნობით, ახალი სკოლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურაში აშენდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლას, ქობულეთის #6 საჯარო სკოლის შენობის პირველი სართულის ფასადს და მიმდებარე ტერიტორიას შეაკეთებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო […]
ESTAKADA
0

პორტთან ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობას სამინისტროს 137 000 ლარად სთავაზობენ

ბათუმის პორტთან დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ 137 ათას ლარად გაუწევს ზედამხედველობას იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამის ტენდერში გამარჯვებულად გამოავლენს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.  ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობისთვის ბიუჯეტში 140 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადას მოაწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი აჭარის […]
DC
0

ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა. შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას […]
txilvanis bagi
0

ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციი აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მათი კეთილმოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აქტიურ ფაზაშია თხილვანის საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია კაუჩუკის მოედნის დაგება ბეტონის საფუძველზე და დაიწყება უშუალოდ ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. “ექსიმ ჯგუფი” ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68082 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტის […]
maxu
0

მახუნცეთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა იგეგმება

მახუნცეთში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა იგეგმება, რისთვისაც ქედის გამგეობა 47 ათას 400 ლარს დახარჯავს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ვიზიტორების სიმრავლის გამო გადაწყდა. ამჟამად ტურისტული ცენტრი მხოლოდ დაბა ქედაში ფუნქციონირებს. “აჭარის ტელევიზია”
jebirebi
0

ქობულეთში ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება

ქობულეთში  ზღვის სანაპიროზე ახალი ჯებირის მშენებლობა დაიწყება. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სანაპირო ზოლი კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე ისაუბრეს. „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე […]
mshe
0

მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა

დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე. მერიის ზედამხედველობის […]

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე  საფუძველი ჩაეყარა. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება სასტუმრო და სამორინე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობაც. მშენებლობისთვის კომპანია “Crystal building”- ი 200 მილიონი ლარის  ინვესტიციას  ახორციელებს.  ქობულეთში აღნიშნული ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა. “აჭარის ტელევიზია”
gza
0

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება

ხულო-ზარზმა, გოდერძი-ბეშუმი, ეს ორი გზა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია, გზის მშენებლობა ჩავთვალოთ რომ უკვე დაპროექტებულია”-  ამის შესახებ ზურაბ ალავიძემ ხულოში განაცხადა. ალავიძემ ყურადღება გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბ ალავიძის თქმით ამ ეტაპზე კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს რომელიც სექტემბერში დასრულდება. რეგიონული განვითარების მინისტრის თქმის გზის ხულო-ზარზმის მშენებლობა ორ წელიწადს გაგრზელდება. “გზა ხულო-ზარზმა კონტრაქტორის შერჩევა მიმდინარეობს ეს […]

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

ქედაში, წონიარისისა და დოლოგნის ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დოლოგნის საბავშვო ბაღი აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდის გამო გაფართოვდება. დაგეგმილია წონიარისის საბავშვო ბაღის მიმდებარედ ეზოს მოწყობაც. წელსვე, გათვალისწინებულია ზუნდაგაში არსებული მრავალფუნქციური შენობის, მათ შორის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომლისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს გამგეობა სულ 818 ათას ლარს დახარჯავს. ‘აჭარის ტელევიზია”

სოციალური სახლის მშენებლობა

545 ათასი ლარი სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ქედის გამგეობა ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, სადაც 12 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა. ფართებით ქედაში მცხოვრები უსახლკარო ოჯახები დაკმაყოფილდებიან. სოციალური სახლის მშენებლობისთვის თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები ტენდერის დასრულებისთანავე დაიწყება. “აჭარის ტელევიზია”
received_1719481318352516
0

ხიჭაურის ახალი საბავშვო ბაღი შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული

მიმდინარე წლის იანვარში შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. შუახევის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 სართულიანი შენობა. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიჭაურის ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში ახალ სასწავლო წელს შევა და 50-ზე […]
94_big
0

რატომ უნდა ჯდებოდეს მეჩეთის აშენება უფრო ძვირი, ვიდრე ეკლესიის – გადასახადები და დისკრიმინაციული კანონი

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მაგალითად მოიყვანა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს, რომლებიც მიიჩნევენ რომ დისკრიმინაციულია კანონი, რომლითაც საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს. „ბათუმში მუსლიმმა თემმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი. მშენებლობის ნებართვას მიიღებენ თუ არა, ჯერ ესეც უცნობია, მაგრამ თუკი მიიღებენ, მათ დამატებითი ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც 18 პროცენტს […]
sas
0

რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. „ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ […]

ფასები ლარში – სამშენებლო კომპანიების გაფრთხილება დაიწყო

ზუსტად ათი დღეა მოქმედებს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მაგალითად სამშენებლო კომპანიებმა ბინების ფასები რეკლამირებისას ლარში უნდა წარმოადგინონ. ამის მიუხედავად ქალაქში უცხოურ ვალუტაში მითითებული ფასები ხშირად შეგხვდებათ. ნაწილმა უკვე დამზადებულ ბანერზე, რომელშიც ფული აქვს გადახდილი, შემდეგი გამოსავალი ნახა – საღებავით ფასი საერთოდ წაშალა. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარში ფასდადების წესის შემოღებისას არაერთი გამონაკლისი დაუშვა, სამშენებლო კომპანიების […]
mshenebloba
0

სამშენებლო პროცესს ”დროებით შეწირული” საფეხმავლო ბილიკები და გზის ნაწილი

ქალაქის სხვადასხვა უბანში ხშირად შეხვდებით სამშენებლო ღობეს, რომელიც საფეხმავლო ბილიკს იკავებს. არის შემთხვევები, როცა ჯებირი საავტომობილო გზაზეა განთავსებული და მოძრაობას ნაწილობრივ ზღუდავს. ვინ კანონიერად და ვინ უკანონოდ ახორციელებს სამუშაოებს, ეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დასადგენია. მოსახლეობას სხვა პრობლემა აწუხებს. მათი თქმით, არის შემთხვევები, როცა გადაადგილებისას ჩახერგილი ტროტუარის გამო საავტომობილო გზაზე გადასვლა უწევთ. ფიქრობენ, რომ ეს […]

ზურაბ პატარაძე სასტუმრო კომპლექს „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება. 30-მლნ დოლარის ინვესტიცია; კომპლექსში განთავსდება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში; სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა; ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები; შიდა და გარე ავტოსადგომი მშენებლობის პროცესში 450, ხოლო დასრულების შემდეგ 150 ადამიანი დასაქმდება აშენდება ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიან შენობა პროექტი დასრულდება 2021 წლის ზაფხულში „თვინ […]
111
0

ხულოს “ნაცმოძრაობა” ტუალეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი გუნდი თანამედროვე ტუალეტების ფასსზე კამათობს. ხულოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ლიდერი, ირაკლი ჯორბენაძე „აიპრესთნ“ ირწმუნება, რომ მწვანე ტბაზე საპირფარეშოს მშენებლობისთვის 11 500 ლარი საკმარისი არა არის. ჯორბენაძის მტკიცებით ამ თანხით თანამედროვე ტიპის სტანდარტის საპირფარეშოს მშენებლობა შეუძლებელია და მოითხოვს არსებულ ციფრს თანხის 50% დაემატოს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით მწვანე ტბაზე თანამედროვე […]
mshenebloba
0

სამშენებლო პირობების დამრღვევები, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან

მერიის არქიტექტურის სამსახურმა, დღეს 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს მშენებლობა და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1 ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია […]
pataridzee
0

ზურაბ პატარაძე: თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ”შუახევიჰესის” ინვესტორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ყინჩაურში მდგომარეობის შესასწავლად წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს. ახდენს თუ არა ზეგავლენას  ”შუახევიჰესის” გვირაბი საცხოვრებელ სახლებზე?   ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ამის დადგენას ახალი სისტემით შეეცდებიან.  პროექტი უკვე  მზად არის. “თვალყურს ვადევნებთ თუ როგორ ასრულებს პირობებს ინვესტორი.  მაქსიმალურად გავითვალისწინებ როგორც კომპანიის მოთხოვნებსა და უფლებებს, ასევე მოსახლეობის ინტერესებს” – ამბობს  რეგიონის პირველი პირი. ყინჩაურის მოსახლეობამ ცენტრალური […]