jvarimindoroba
0

ფოლკლორული ფესტივალი გომის მთაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარეები გომის მთაზე, ფოლკლორულ ფესტივალ „ჯვარიმინდორს“ დაესწრნენ. „ჯვარიმინდვრობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც 6 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა, […]
GOMI
0

შუამთობა გომის მთაში

სახალხო დღესასწაული მოიალაღეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, ბოლნისის ეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა, შუახევის მუფთმა ასლან შარაშიძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მთაში გაიმართა სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა კი საზეიმო კონცერტი გამართეს. ‘აჭარის უმაღლესი საბჭო”
gomas mta
0

რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა. მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო  მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის. ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, საპროექტო ტერიტორიაზე შესაძლებლობისამებრ […]

ბეშუმში ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება დაიწყო

კურორტ ბეშუმში შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანება დაიწყო. გეგმის მიხედვით, შქერნალში მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ავტომობილის პარკინგი და ტურისტებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები. ალპურ ბაღზე მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო, რომელსაც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით „ კავკასიის ალიანსის პროგრამით“ ახორციელებს. დღემდე ბაღისთვის 700 ათას ლარამდე დაიხარჯა. პროექტის მიზანი […]