ქობულეთის ნაგავსაყრელის ბედი

ქობულეთიდან ნარჩენები ისევ ფოთსა და ბათუმში გადააქვთ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი, რომელიც აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს ტურისტული სეზონისთვის უნდა აღდგენილიყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ პროცესი ნაგავსაყრელთან მცხოვრები ოჯახების წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა. არხები გასაწმენდად, ნაგავმზიდის მისასვლელი გზის მოსაწყობად და რკინა-ბეტონის ფილების დასაგებად 117 ათას 963 ლარი მერიამ ამჯერად 2018 წლის ბიუჯეტში გამოყო. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა […]

პროტესტი უკანონო ნაგავსაყრელის გამო

სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ნოდარ თებიძე უკანონო ნაგავსაყრელს აპროტესტებს. მისი თქმით, ადგილობრივების დაუდევრობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები სანიაღვრე არხს მის საკარმიდამო ნაკვეთში მიაქვს. თებიძე ტერიტორიის დასუფთავებას, ან არხში მილის მონტაჟს ითხოვს. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელი კერძო საკარმიდამო ნაკვეთშია და მისი დააჭსუფთავება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა არაა. წყარო:”აჭარის ტელევიზია”

ბეშუმში ნაგავსაყრელი გაუქმდა

კურორტ ბეშუმში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმდა. ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ტყის განვითარების პროექტის განხორციელება. ინიციატივა პროექტების „ტყის მართვა” და „ნარჩენების ტექნოლოგიები საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. ხულოს მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი არ არსებობს, ამიტომ ბეშუმიდან – ბათუმის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე ნარჩენებს ბათუმის სანდასუფთავების ავტომობილებით გაიტანენ. კურორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნარჩენების მართვისთვის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა ნაგვის ურნები. ბეშუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად […]