22555252_1678660952178622_8955582942897317616_n
0

ბათუმის მერობის კანდიდატმა ოლქის იურისტს შეურაცხყოფა მიაყენა

‘’ლეიბორიტული პარტიის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ჯელალ ქიქვა, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქი მივიდა. მისი თქმით,  უბნებზე კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება, ხელისუფლება კი ე.წ. კარუსელს ატრიალებს. ის აღნიშნულზე პასუხს ოლქის თავმჯდომარეს ციალა შავაძეს სთხოვდა. საკითხის განხილვა იურისტთან კამათში გადაიზარდა. დაცვის სამსახური ჩარევის შემდეგ კი ქიქვამ შენობა დატოვა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ  კონკრეტულ ინფორმაციებს და ფაქტების დამადასტურებელ მასალებს  15 საათისთვის გაასაჯაროებს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
qeo.olqi
0

ქობულეთის 81-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

669 განაცხადი შევიდა ქობულეთის 81-ე ოლქში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ვაკანტური ადგილი 390-ია. ოლქის თავმჯდომარის თქმით, კომისიის წევრობის სურვილი წინა არჩევნებში მონაწილე წევრებმაც გამოთქვეს. თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულ 65 საარჩევნო უბანი იმუშავებს.  წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კენჭისყრით შეარჩევენ. “აჭარის ტელევიზია”