ukrainis prezidenti
0

ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს აჭარას პეტრო პოროშენკო ესტუმრება. უკრაინის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება. ბათუმში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში ოდესისა და აჭარის რეგიონს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება. “აჭარის ტელევიზია”

ჯანი ბუკიკიო პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის ფარგლებში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უკვე დაასრულა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა განცხადებები გაკეთდა  ჯანი ბუკიკიოს , გიორგი მარგვცელაშვილისა და ოპოზიციის წრმომადგენლების მხრიდან-  თამარ კიკნაძე ემზადება ჩართვისთვის და დეტალებს გამოშვების დასრულებამდე შემოგთავაზებთ. tv 25

პრეზიდენტის სახელით ბათუმში მიღება გაიმართა

კონგრესის ფარგლებში მონაწილეებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებთან ერთად მივიდა და 40 -მდე ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთიანი ევროპული დისკუსიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.