xulogvarcof-cr-739×428
0

ღვარცოფის გამო ხულოს და მის მიმდებარე სოფლებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ

ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა საგრძნობლად დააზიანა „ხულო-ბაბანურის“ წყალსადენის სათავე ნაგებობა, რის გამოც შეფერხება შეიქმნა დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლებზე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. აქტიურ სამუშაოებს არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ა(ა)იპ ”ხულოს წყალკანალი” უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. წყლის სათავე ნაგებობაზე აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის […]

წყლის პრობლემა ქედლებში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს მერობის კანდიდატი ხულოში სოფელ ქედლებისმოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე მეტად წყლის პრობლემა აწუხებთ. ირაკლი ჯორბენაძე ხულოს გამგეობას პრობლემის დროულად მოგვარებისაკენ მოუწოდებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ პრობლემას იცნობენ და უახლოეს დღეებში გეოლოგები მიზეზებს შეისწავლიან. წყარო: “აჭარის ტელევიზია”
lashabolqvadze
0

ხულოს გამგებლის მოადგილე: გვალვა თუ გაგრძელდება, დაბა ხულოში სასმელი წყლის პრობლემა დარჩება

დაბა ხულოს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. როგორც “აიპრესთან” ხულოს გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე აცხადებს, წყლის პრობლემა გვალვამ გამოიწვია. მისი თქმით, თუ გვალვა გაგრძელდება, დაბა ხულოში სასმელი წყლის პრობლემა დარჩება. „წყლის დებეტი, რომელიც დაბა ხულოს და მიმდებარე სოფლებს მიეწოდება, არის მაქსიმუმი, რისი მიწოდებაც ამ ეტაპზე მუნიცილაპიტეტის წყალკანალს შეუძლია. ჩვენ თვითონ ვიმყოფებოდით ადგილზე და იქ არსებული […]

ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ფერმრები შიშობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩებიან, რადგან  უწყლობის გამო მოსავალი გახმა.  შუახევის გამგეობის ინფორმაციით,  ფურტიო, ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და წყლით 800-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება   5 მილიონი ლარია. “აჭარის ტელევიზია”
stiqia
0

სტიქიის გამო, შუახევში 150-მდე ოჯახი ერთი წელია სარწყავი არხით ვერ სარგებლობს

გასული წლის სტიქიურმა მოვლენებმა შუახევში სოფელ ცინარეთში 21 კმ სიგრძის სარწყავი არხი დააზიანა. როგორც ადგილობრივები “აიპრესთან” ყვებიან, აღნიშნული არხით მეზობელი სოფლის მოსახლეობაც სარგებლობდა, დაახლოებით 150 ოჯახს ერთი წელია სარწყავი არხით ვეღარ სარგებლობს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. „გაუსლ წელს ისე დაზიანდა ეს არხი, რომ მისი შეკეთება შეუძლებელი გახდა, ხალხი წყალს სარწყავად იყენებდა და სოფელში ეს წყალი […]

რა პრობლემებია ქედის ისტორიულ მუზეუმში

გასულ წელთან ქედის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. მუზეუმს ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს, დაზიანებულია იატაკი და განათების სისტემა. მცირეა ექსპონატებისთვის განკუთვნილი ფართობი, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიტორების სიმცირეს არ უჩივის. დამთვარიელებელთა  შორის არიან უცხოელი ტურისტები, უკრაინელები, რუსები და თურქები. ქედის მუნიციპალიტეტი მუზეუმის ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადატანას მომავალ წელს გეგმავს. განიხილება ორი ალტერნატიული ტერიტორია, მათ შორისაა მახუნცეთი. ქედაში მუზეუმი 17 წელია რაც არსებობს. […]

წყლის პრობლემა ქობულეთის სოფლებში

ქობულეთის სოფლებში წყლის დეფიციტია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასმელი წყალი მათ ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებათ, “ააიპ ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 48 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რის მიზეზიც გვალვების შედეგად მდინარეებზე წყლის დონის დაწევაა. თუმცა ჯემალ გოლიაძე წყლის მიწოდების რამდენიმე დღიან წყვეტას გამორიცხავს. მისი თქმით წყალსადენიდან მიწოდებული წყალი მხოლოდ სასმელად არის განკუთვნილი და ადგილობრივებმა […]

ვაშლოვანში უწყლობას უჩივიან

სასმელი და მინერალური წყლებით გამორჩეული ქვეყანა, რომლის სოფლებშიც მოსახლეობას წყალი გრაფიკით, ან საერთოდ არ მიეწოდება. ერთ-ერთი ასეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვაშლოვანია. მოსახლეობას ბოლო სამი დღეა იმ წყლის მიწოდებაც შეუწყდა, რომელიც სასმელად უვარგისი იყო. სასმელ წყალს კი ადგილობრივები უკვე 2 წელია ფეხით ეზიდებიან. ამბობენ, რომ წყალი ჰესისთვის გვირაბის მშენებლობის შემდეგ დაშრა, რასაც კომპანიაში უარყოფენ. მიუხედავად უარყოფისა, სოციალური პასუხისმგებლობის სახელით […]
wyali
0

შუახევში სოფელ ტომაშელი 25 ოჯახს წლებია წყლის პრობლემა აწუხებთ

შუახევში სოფელ ტომაშელი 25 ოჯახს წლებია წყლის პრობლემა აწუხებთ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება. სოფლისთვის წყალი ,,დათვი ღელედან“ 2კმ 200მ მანძილიდან 25 ოჯახისთვის გამოყავთ. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32.000 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს გამგებელმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალდაბა-ხაბელაშვილების წყალსადენი -12 კმ,( 700 00 ლარი), გორხანაულის წყალსადენი- 2 […]

წყლის პრობლემა

სოფელ დეკანაშვილების მცხოვრებლები წყლის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წყალი მას შემდეგ დაშრა, რაც ჰესის მშენებლობისთვის, სოფელში გვირაბის გაყვანა დაიწყეს. 5 ოჯახი კომპანიისგან და გამგეობისგან ალტერნატიული წყლის სისტემის გაყვანას ითხოვს. ჰესების მშენებარე კომპანიაში განმარტავენ, რომ წყლის მონიტორინგს მუდმივად აწარმოებენ და აღნიშნულ პრობლემასაც შეისწავლიან. ხულოს წყალკანალის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის შედეგად წყალი ხულოს სამი სოფლის 50-მდე აბონენტს […]
shuaxevi1
0

შუახევის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

შუახევში სოფელ ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივები თქმით ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ერთად წყლის რაოდენობა მცირდება. მსგავსი პრობლემები აქვთ სოფლების – ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობასაც. ისინი ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა სოფელში 20 წელია არსებობს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ წყალსადენის მშენებლობა, მეორე წელია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 5 მილიონი ლარი იხარჯება. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება […]