xulo1
0

ევროკავშირი ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

15 სექტემბერი 2017, ხულო, აჭარა – ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 15 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ოფიციალურად გახსნის. ღონისძიება გაიმართება ხულოს ცენტრალური ბიბლიოთეკაში 12 საათზე და გაგრძელდება 14:30 საათამდე.მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, პროექტის […]

შუახევში, მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდის დაფინანსებით სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

შუახევში, მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდის დაფინანსებით სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ჩანჩხალ-ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობისთვის და ბესელაშვილების ხიდის მშენებლობისთვის 2 მილიონ 54 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების ნაწილის დასაწყებად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. “აჭარის ტელევიზია”
qeda
0

პროექტ “ცოცხალი წიგნები”-ს ფარგლებში, ქედას თანამედროვე მწერლები ესტუმრნენ

პროექტ ,,ცოცხალი წიგნები”-ს ფარგლებში, ქედას ამჯერად თანამედროვე მწერლები გიორგი კაკაბაძე, ადიკო შუღლაძე, მანონი ბულისკირია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი და ნათია როსტიაშვილი სტუმრობდნენ. საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მესამე წელია კავშირი ,,პოეზიის მეგობართა კლუბი” ახორციელებს, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს. ქედელმა მკითხველმა ავტორებისგან თავად მოისმინეს ლექსები, პროზაული ჩანახატები, შემოქმედების […]