sar
0

საქართველოს მოქალაქეების პროტესტი თურქეთის საზღვართან

საქართველო თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ გადაკვეთონ. ​2018 წლამდე, საზღვართან მცხოვრები მოქალაქეები, საზღვარს ყოველდღიურად კვეთდნენ. თურქეთში სავაჭროდ და სამუშაოდ დადიოდნენ. 2017 წლამდე, ერთი დღით მეზობელ ქვეყანაში შესვლა არ ითვლებოდა ერთ კალენდარულ დღედ და ეს საშუალებას აძლევდა საქართველოს მოქალაქეებს წელიწადში […]
protesti
0

ქუთაისში მსახიობებმა “აჭარის” ტელევიზიის ეთერში “ტელესპექტაკლი”-ს დახურვა გააპროტესტეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, 10 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მსახიობებმა ბრიფინგი გამართეს და “აჭარის” ტელევიზიის ეთერში პროექტის ,,ტელესპექტაკლი” -ს დახურვა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, პროექტი იყო სახელმწიფოებრივი, ვინაიდან ტელესპექტაკლების გაშუქება და საზოგადოებამდე მიტანა არის როგორც თეატრალებისთვის ასევე სხვა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი. სამხატვრო ხლმძღვანელები და მსახიობები ქუთაისიდან ბათუმში მიემგზავრებიან სადაც, აღნიშნულ საკითხთან დაკავდირებით აჭარის ტელევიზიის ბორდს შეხვდებიან. […]
garemovachreebi
0

გარემოვაჭრეები თევზის რეალიზაციის შეზღუდვის ფაქტს აპროტესტრბენ

გარემოვაჭრეები თევზის რეალიზაციის შეზღუდვის ფაქტს აპროტესტრბენ. მათი განმარტებით მიმდებარე ქუჩაზე განთავსებული მაღაზიები გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით ქუჩაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები თევზის რეალიზებას ახდენენ, რის გამოც ქუჩაზე ანტისანიტარიას ქმნიან. როგორც მიმდებარე ქუჩაზე განთავსებული აფთიაქის ფარმაცეპტმა განმარტა, გარევაჭრობის აკრძალვის მოხოვნით უკვე მიმართეს მერიასა და სამართალდამცავებს. […]
ialchini
0

სამსახურიდან გათავისუფლებულთა პროტესტი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ იალჩინში 10  თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ არ აუღიათ ხელფასი და მათთვის გათავისუფლების მოტივი უცნობია. აჭარის პროფკავშირებში ფაქტს ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებენ. ჩვენ დავუკავშირდით სავაჭრო ცენტრის მენეჯერს, რომელმაც იურისტთან გადაგვამისამართა. იურისტი ბრალდებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ  ამ დრომდე არც ერთ თანამშრომელს მისთვის არ მიუმართავს. წყარო:”აჭარის ტელევიზია”
kor
0

მოსახლეობის პროტესტი

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით,  ახალაშენებული კორპუსის სარდაფში ახლოს მდებარე  ბენზინგასამართი სადგურიდან უკვე რამდენიმე თვეა ნავთობი ჟონავს. ამის შესახებ მათ არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ კომპანიასა და გარემოს დაცვით უწყებებს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. მოსახლეობამ სარდაფიდან წყლის ამოტუმბვა საკუთარი ძალით სცადა. თუმცა ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები […]
MREVLI
0

მრევლმა იმამის გათავისუფლება გააპროტესტა – დანისპარაულის მეჩეთში ლოცვა არ ჩატარდა

ხულოში, დანისპარაულის მეჩეთში პარასკევის ლოცვა არ ჩატარდა, ამ ფორმით მრევლმა დანისპარაულის იმამის ამირან პაპიძის გათავისუფლება გააპროტესტა. ადგილობრივებმა საშუალება არ მისცეს დიდაჭარიდან გადმოსულ სასულიერო პირს ლოცვა ჩაეტარებინა. დანისპარაულის იმამს უფლებამოსილება საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ გუშინ შეუჩერა, მიზეზად კი იმამის პოლიტიკაში წასვლა დაასახელა. იმამი ამირან პაპიძე ხულოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატია დანისპარაულიდან, იგი ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” წარადგინა. პაპიძე აცხადებს, რომ მუფთმაპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის ოპოზიციური პარტიის კანდიდატია. მოგვიანებით, მრევლის დაჟინებული […]
fachxa
0

სოფელ ფაჩხაში მცხოვრებლებმა ბაღში აღსაზრდელები პროტესტის ნიშნად არ გაუშვეს

ხულოში სოფელ ფაჩხაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა საბავშვო ბაღში აღსაზრდელები პროტესტის ნიშნად არ გაუშვეს, ისინი ამ ფორმით კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. ბაღის მშენებლობის პროცესში 15-მდე ადგილობრივი იყო ჩართული. მათი თქმით, ანაზღაურება ივნისის დასაწყისში უნდა მიეღოთ. საუბარია 16 ათას ლარზე. დღეს ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელა. მოსახლეობა კი […]

თხილვანის მცხოვრებლების განცხადება

თხილვანაში მცხოვრები 28 ოჯახი, რომელიც მეწყრულ ზონაში ცხოვრობს, განსახლებას ითხოვს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მოსახლეობამ დღეს ბრიფინგი უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად გამართა. მათი ინფორმაციით, 25 ათას ლარიანი კომპენსაცია 62 ოჯახს უკვე ჩაერიცხა, თუმცა მათთვის უცნობია როდის დაიწყება განსახლების პროცესი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კომისია შეიკრიბება და ეკომიგრატთა ბაზიდან მიღებულ სიებზე იმსჯელებენ. მოგვიანებით დაზუსტებული სია ხულოს გამგეობას გადაეგზავნება და […]

მეთევზეების აქცია ქობულეთში

მეთევზეების აქცია ქობულეთში. ახალ რეგულაცია მეთევზეებს რაციების შეძენას ავალდებულებს რაც მათი თქმით დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან ანალოგიურ ფუნქციას მობილური ტელეფონებიც ასრულებს. როგორც მეთევზეები ამბობენ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციებს გააგრძელებენ. მეთევზეების პროტესტს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში პასუხობენ. მამუკა ახალაძის თქმით დღემდე მეთევზე-მებადურების სოციალური ფონის გათვალისწინებით არაერთხელ მოხდა კანონის მოქმედების გადავადება და ასევე მინიმალურ მოთხოვნებამდე დაყვანა. ახალაძე ამბობს, რომ  სააგენტოს […]

მონადირეთა პროტესტი

აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრები, მთავრობის სახლთან აქციას მართავენ. მთავარი მოთხოვნაა ნადირობის სეზონის დასრულებამდე ჭოროხის დელტის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვის მიღებაა. როგორც იცით ამ ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვა მათ წინა წლებში ჰქონდათ. “აჭარის ტელევიზია”

მოსახლეობა ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს

გენერალ აბაშიძის ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის და სკვერის მოწყობა იგეგმებოდა, ახლა კი მათი ინფორმაციით, მერია ტერიტორიას ყიდის. ადგილზე ”ევროპული საქართველოს” წევრები იმყოფებოდნენ. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხი მათთვის ცნობილია, თუმცა დღეს კომენტარი არ გაკეთდება. “აჭარის ტელევიზია”

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, თურქული კომპანია სამშენებლო ნორმების დარღვევით საქმიანობს. მოქალაქეების თქმით, შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული და სამშენებლო ნაგავი სახლებში შედის. მრავალსართულიანი კორპუსის აივანი კი ადგილობრივის სახლის სახურავის ნაწილზეა გადასული. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანია მხოლოდ დააჯარიმა, მშენებლობა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი ვერც მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას […]

მარადიდის მოსახლეობის პროტესტი

კირნათი- მარადიდის ჰესში რამდენიმე საათით სამუშაო პროცესი შეჩერდა, მიზეზი კი ადგილობრივების საპროტეტსო აქცია გახდა. მოსახლეობისთვის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებელი კომპანიის მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებელია და ისინი მის გაზრდას ითხოვენ. ადგილობრივები კომპენსაციას მიწის ფართობისა და საცხოვრებლის ფართის სანაცვლოდ ითხოვენ. ხელვაჩაურის გამგებელი ამბობს, რომ მათ კომპანიასთან შუამდგომლობა არაერთხელ გაუწია. მარადიდში ჰესს ,,აჭარა ენერჯი 2007” აშენებს. გაითვალისწინებენ თუ […]